LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბერლინში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

134
ქართული ღვინო

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქალაქ ბერლინში, ღვინის ინსტიტუტში (Deutsche Wein und Sommelierschule), ქართული ღვინის პრეზენტაცია-სემინარი ჩატარდა.

ღონისძიებას, რომელსაც გერმანიის სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი ივონე ჰეისტერმანი უძღვებოდა, მარკეტინგის საერთაშორისო ექსპერტები, სტუდენტები და ღვინის ენთუზიასტები დაესწრნენ.

პრეზენტაცია მოიცავდა ქართული მეღვინეობის კულტურის განვითარების ისტორიას, ღვინის ინდუსტრიის თანამედროვე მდგომარეობას, ასევე, ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანიების სტრატეგიას და ძირითად მიზნებს.

ბერლინში ქართული ღვინის წარდგენა ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი გერმანული მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations“ და ღვინის ინსტიტუტის „Deutsche Wein und Sommelierschule“ ჩართულობით გაიმართა.

ევროპაში ღვინის უდიდესი იმპორტიორი ქვეყანა გერმანია ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრების ჩამონათვალს 2020 წლიდან დაემატა და საექსპორტო ქვეყნების ათეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი. მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველოდან გერმანიაში 674 ათასი ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული, ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 32% შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g