LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბერლინში საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

105
ITB Berlin

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, 20-მდე კომპანიასთან, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან და იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციასთან ერთად, გერმანიაში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს. 

ITB Berlin-ის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე მოლაპარაკებებს აწარმოებს მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებების, PR კომპანიებისა და დაჯავშნის პლატფორმების წარმომადგენლებთან საქართველოს ცნობადობის ამაღლებისა და ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით.

უცხოელ კოლეგებთან, თანამშრომლობის მიზნით, შეხვედრებს ატარებენ ქართული კერძო კომპანიების წარმომადგენლებიც.

სამდღიან ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს სტენდთან სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ ქართულ ტურისტულ პროდუქტებსა და ქართულ ღვინოს, ინფორმაცია მიიღონ ტურისტული სერვისებისა და მიმართულებების შესახებ.

საქართველოს სტენდი გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ზურაბ პოლოლიკაშვილმაც დაათვალიერა.

წლევანდელ ITB Berlin-ზე 190 ქვეყანაა წარმოდგენილი, ღონისძიებაში 5600 ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს.

magti 5g