LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბესელია: „ახლა მითხრეს, რომ დაზარალებულად უნდა მცნონ.. ჩემს დასთან საუბრის ჩანაწერებიც მოხვდა“

1271
BeFunky-collage (5)

პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი, ეკა ბესელია აცხადებს, რომ უკანონოდ მოსმენის საქმეზე დაზარალებულის სტატუსს მიანიჭებენ.

მისივე თქმით, დაზარალებულად ცნობა აუცილებელი სამართლებრივი პროცედურაა, მაგრამ მიიჩნევს, რომ უფრო მნიშვნელოვანია დადგინდეს დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა.

„გამოძიების ჩატარებას მუდმივად ვითხოვდი, ვინაიდან არ შეიძლება ასეთი სისტემური დანაშაულების მიჩუმათება. ახლა მითხრეს, რომ დაზარალებულად უნდა მცნონ, ამას მე თვითონაც ვითხოვდი.

აქ არის უამრავი ადამიანი, მათ შორის ჩემი დაც მოხვდა, მას რომ ვესაუბრებოდი ის ჩანაწერებიც მოხვდა. ჩემი დაც დაკითხეს”, – განუცხადა ჟურნალისტებს ბესელიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g