პრემიერ-მინისტრი პირობას დებს, რომ ბეშუმის და გოდერძის კურორტები ერთ კლასტერში განვითარდება და აქ ოთხსეზონიანი კურორტი შეიქმნება.
მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან მაღალმთიან აჭარაში მიმდინარე იმ პროექტებზეც ისაუბრა, რომელთა რეალიზაცია გასულ წელს დაიწყო.
„უკვე გაკეთებულია ბეშუმის განვითარების გენერალური გეგმა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ იგივე პრობლემები არ შევქმნათ ამ ულამაზეს კურორტზე, რომელიც სამწუხაროდ, სხვა კურორტებზე ქაოსური განვითარების შედეგად შეიქმნა. ძალიან მნიშვნელოვანია, გოდერძის და ბეშუმის კურორტები ერთ კლასტერში განვითარდეს”,- აცხადებს ბახტაძე.
“ვფიქრობ, ყველანაირი წინაპირობა გვაქვს, ამ ულამაზეს ადგილზე შევქმნათ ოთხსეზონიანიკურორტი. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მიმდინარეობს სკოლების, ბაღების მშენებლობა და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება. მე აქტიური კომუნიკაცია მაქვს ადგილობრივ მოსახლეობასთან და სწორედ ეს პროექტები იყო მათი მთავარი მოთხოვნა”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.