LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბესიკ თამლიანის დედა: მე თავში ჩამარტყეს, ჩემს შვილს 50 პოლიციელი დაესია და ფეხები ურტყეს, როგორი საყურებელია ეს დედისთვის?

276
Untitled design - 2021-12-01T172617.772

თბილისის საქალაქო სასამართლოში 29 ნოემბერს სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე დაკავებული ბესიკ თამლიანის პროცესი მიმდინარეობს.

ბესიკ თამლიანის დედამ, რუსუდან თამლიანმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მისვლის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში ის დღე გაიხსენა, როდესაც მისი შვილი დააკავეს.

„მე თავში ჩამარტყეს, ჩემს შვილს ხელი იქით-აქეთ მოკიდეს და გაათრიეს, 50 პოლიციელი დაესია და ფეხები ურტყეს, ძალით შეტენეს მანქანაში, როგორი საყურებელია ეს დედისთვის“? – განაცხადა  რუსუდან თამლიანმა.

მისივე თქმით, სამართლიანი სასამართლო რომ გვქონდეს, მის შვილს გაამართლებდნენ, ახლა კი არანაირი მოლოდინი არ აქვს.

„სასამართლოს დამთავრების და აქციის დაშლის შემდეგ გადავედით ხიდზე და იქ გადაცმული პოლიციელები მოვიდნენ, პოლიციის ფორმა რომ სცმოდათ კიდევ მივხვდებოდი, ცხრა თვე დავდიოდი მის პროცესებეზე, იმედი მქონდა გამამართლებელ განაჩენს გამოუტანდნენ, მაგრამ ჯერაც არ არის დახურული. სამართლიანი სასამართლო რომ გვქონდეს მას გაამართლებდნენ, ახლა კი არანაირი მოლოდინი არ მაქვს რას გადაწყვეტს მოსამართლე”, – აღნიშნა რუსუდან თამლიანმა.

ცნობისთვის, ბესიკ თამლიანი 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დააკავეს. ის მანდატურებისთვის განკუთვნილი ჯიხურის სახურავზე იყო ასული. სამართალდამცავების მოწოდების მიუხედავად, თამლიანი არ ჩამოდიოდა, რის შემდეგაც უკვე სამართალდამცავებმა მისი ძალით ჩამოყვანა სცადეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლით წარედგინა, რაც ზეწოლით, ძალადობით ან მუქარით სახელმწიფო საზოგადოებრივი წესრიგის დამცავის მიმართ საქმიანობაში ხელშეშლას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ამასთან, ბესიკ თამლიანი ბრალდებულია 20 ივნისის საქმეზე.  ის თავისუფლებაში 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ იმყოფება. თამლიანს ბრალი ედება ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g