LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ლუკას სიტყვებს ვიმეორებ – ამ ცხოვრების და სისტემის დედაც” – დაკავებული ბესიკ თამლიანის დედის ემოციური განცხადება

1111
BeFunky-collage (5)

“ძალა აღარ შემწვეს, ძალაც გამომელია. დღეს მე მოხუცი ქალი, ბებია, ლუკას სიტყვებს ვიმეორებ – ამ ცხოვრების დედაც და ამ სისტემის დედაც.“ – ამის შესახებ 20 ივნისის საქმეზე დაკავებული, ბესიკ თამლიანის დედამ განაცხადა.

რუსუდან თამლიანი ამბობს, რომ მისი შვილი ბიძინა ივანისვილის პირადი პატიმარია.

“ივანიშვილს და გახარიას უნდათ, რომ ჰყავდეთ პირადი მძევლები. ჩემი შვილიც დღეს გახარიას და ივანიშვილის პირადი მძევალია.  – ამბობს ბესიკ თამლიანის დედა რუსუდან თამლიანი.

ზურაბ ბუდაღაშვილის დედა “აბსურუდულ” სასამართლო პროცესებზე საუბრობს.

“ამ 6 თვის განმავლობაში, ვესწრებით აბსურდულ სასამართლო სხდომებს, რომელიც არაფერს არ იძლევა და მიმდინარეობს იმ მოწმეების დაკითხვა, რომელიც საერთოდ შემხებლობაში არ არიან,“ – განაცხადა დაკავებულის დედამ.

საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესზე დღეს ბრალდების მხარის მოწმეები დაკითხეს. გამოკითხულმა სამართალდამცველებმა კონკრეტულ პირებზე არ ისაუბრეს, მათ მხოლოდ ის ვითარება აღწერეს, რა 20 ივნისს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხდებოდა.

20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 4 პირიდან 1 წარსულში პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის იყო დაკავებული, 1 კი არაერთგზის ნასამართლევია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები