LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 4 პირიდან 1 წარსულში პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის იყო დაკავებული, 1 კი არაერთგზის ნასამართლევია

135
დაკავება

შსს-ს მიერ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 4 პირიდან 1 წარსულში პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის იყო დაკავებული, 1 კი არაერთგზის ნასამართლევია.

კერძოდ, ცოტნე სოსელია წარსულში რამდენჯერმე იყო დაკავებული წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის.

ამავე ინფორმაციის თანახმად, ზურაბ ბადაღაშვილი ერთი წლის განმავლობაში ძებნილი იყო და არაერთგზის ნასამართლევია.

რაც შეეხება სხვა დაკავებულებს, ბესიკ თამლიანს 2006 წელს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა და 2018 წლამდე რუსეთის მოქალაქე იყო.

კიდევ ერთი დაკავებული კახაბერ კუპრეიშვილი რუსეთში 23 ივნისს გაემგზავრა და 25 ივნისს დაბრუნდა მოსკოვიდან.

შეგახსნენებთ, რომ შსს-მ 20 ივნისის მოვლენებისას ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 4 პირის დააკავა – ცოტნე სოსელია, ბესიკ თამლიანი, კახაბერ კუპრეიშვილი, ზურაბ ბადაღაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g