LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბესო კალანდაძე: „35 წლის დავოჯახდი, მე და მედეამ გავიცანით ერთმანეთი, შეგვიყვარდა, ორ წელში დავოჯახდით და უკვე 35 წელია, ერთად ვართ“

3721
ბესო კალანდაძე

მომღერალი ბესო კალანდაძე ჟურნალ „თბილისელების“ ახალ ნომერში, რუბრიკის – „გზა პოპულარულობამდე“ სტუმარია.

ბესო კალანდაძე აღნიშნულ ინტერვიუში ბავშვობის, კარიერისა და პირადი ცხოვრების მნიშვნელოვან ეპიზოდებზე საუბრობს.

როგორც ბესო კალანდაძე ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნავს, პოპულარობას მის პიროვნებაში არაფერი შეუცვლია.

„მე ცოტა სხვა კატეგორიას განვეკუთვნები, ამიტომ პოპულარობას არაფერი შეუცვლია ჩემში. მე შემთხვევითი კაცი ვარ ხელოვნებაში, არ მიოცნებია, რომ ცნობილი მუსიკოსი ან მომღერალი გამოვსულიყავი. ეს თავისით მოვიდა. თან, ყოველთვის მიწაზე ვიყავი, არ დავფრინავდი, არასდროს ვტრაბახობდი იმით, რომ ვინმეს ვიცნობდი ან ვინმე მიცნობდა.

პოპულარობითა და ზედმეტი ყურადღებით თავი კი არ მქონდა მაღლა აწეული, პირიქით. თან, მაშინ მობილური ტელეფონები არ იყო, სახლის ტელეფონზე რეკავდნენ და რეკავდნენ დღე და ღამე, ზარი არ ჩერდებოდა, უკვე გაუსაძლისი იყო და ამიტომ, ძირითადად, გამორთული მქონდა. ქუჩაშიც ყველა მცნობდა, მაჩერებდა. სხვათა შორის, ჩემი თავის გამო მერიდებოდა ვინმეს შეწუხება, მაგრამ თუ ვინმეს უნდოდა დახმარება, უარს არასოდეს ვეტყოდი“, – აღნიშნავს ბესო კალანდაძე.

მომღერალი ამავე ინტერვიუში ასევე საუბრობს, თუ როდის მოვიდა მის ცხოვრებაში სერიოზული სიყვარული.

ბესო კალანდაძე: „ჩემი მეუღლე ძლიერი ქალია. რაც მომწონს მასში, არის ის, რომ გვერდში დგომა იცის…“

„საკმაოდ მოწიფულ ასაკში, 35 წლის დავოჯახდი. მე და მედეას ერთად მოგვიწია ისრაელში გასტროლებზე წასვლა. მე კვარტეტთან ერთად ვიყავი, მედეა კი გივი სიხარულიძის მოცეკვავეთა ანსამბლში ცეკვავდა. გავიცანით ერთმანეთი, შეგვიყვარდა, ორ წელში დავოჯახდით და უკვე 35 წელია, ერთად ვართ. შეგვეძინა ორი შვილი და ახლა ჩემი ქალიშვილი 34 წლისაა, ვაჟი კი – 32-ის“, – ამბობს ბესო კალანდაძე.

კაცურად დამიდგა გვერდში.. შეეძლო და აბსოლუტური უფლება ჰქონდა, არ ჩარეულიყო, მაგრამ ჩემი ციხეში ყოფნის დროსაც და სხვა შემთხვევაშიც სალი კლდესავით იდგა – ბესო კალანდაძის სიყვარულის ისტორია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g