LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბესო ნამჩავაძე: ლარის გამყარება მხოლოდ ეკონომიკურ ფაქტორებს არ უკავშირდება

83

ლარი მხოლოდ ეკონომიკური ფაქტორების გამო არ მყარდება, დღეს ბაზარზე აჟიოტაჟია – ამის შესახებ ”ფორტუნას” ”საქართველოს რეფორმების ასოციაციის” (GRASS) ეკონომისტმა ბესო ნამჩავაძემ განუცხადა.

მისი თქმით, რაც უნდა პოზიტივისკენ ან ნეგატივისკენ შეტრიალდეს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა, შეუძლებელია, რომ ლარი 5-6 თეთრით ერთ დღეში გამყარდეს ან გაუფასურდეს.

”მთელი დღის განმავლობაში ლარი, დაახლოებით, 5-7 თეთრით მერყეობს. როდესაც დღეში ასეთი მაღალი დონის მერყეობაა, ამის უკან მხოლოდ ეკონომიკური ფაქტორები აღარ დგას და ეს უკვე ხალხის ქცევაზეა დამოკიდებული. ვიღაცას შეეშინდა დოლარის შენახვა და იფიქრა, რომ დროულად ეყიდა ლარი, რაც თავის მხრივ, ამყარებს ლარის კურსს”, – აღნიშნა ნამჩავაძემ.

მისი განმარტებით, აჟიოტაჟის პარალელურად, ლარის მკვეთრი გამყარება ეკონომიკურ ფაქტორებსაც უკავშირდება.

”თებერვალში ვნახეთ, რომ საქართველოში შემომავალი გარკვეული სავალუტო ნაკადები გაიზარდა. იანვართან შედარებით, ექსპორტიდან და ფულადი გზავნილებიდან უფრო მეტი თანხა შემოვიდა. 19%-ით არის გაზრდილი ტურიზმი და ბუნებრივია საქართველოში მათ მიერ დახარჯული თანხაც გაიზრდებოდა. სავარაუდოდ, ეს ტენდენცია მარტშიც გაგრძელდა და სწორედ ამ მიზეზების გამო დაიწყო ლარმა გამყარება”, – განმარტა ბესო ნამჩავაძემ.

მისივე თქმით, ლარი, ჯერჯერობით, სტაბილური არ არის და კურსის მერყეობა კვლავ მოსალოდნელია, თუმცა, სავარაუდოდ 2,30-2,35 ლარის ფარგლებში დაფიქსირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები