Samsung-ის ახალი თაობის BESPOKE AI WindFree™ 2025 კონდიციონერები აერთიანებს ხელოვნურ ინტელექტს, ენერგოეფექტურობას, ჭკვიან მართვასა და მინიმალისტურ დიზაინს. WindFree™ Cooling ტექნოლოგია გამორიცხავს პირდაპირი ჰაერის ნაკადს – ჰაერი თანაბრად ვრცელდება 23 000 მიკროხვრელით. AI Fast & Comfort Cooling ფუნქცია სწრაფად აგრილებს ოთახს და შემდგომ ავტომატურად გადადის ენერგოეფექტურ რეჟიმზე, რაც უზრუნველყოფს უწყვეტ კომფორტს.
AI-ზე დაფუძნებული გაგრილება და ენერგოეფექტურობა
AI Fast & Comfort Cooling ფუნქცია სწრაფად აგრილებს ოთახს და ავტომატურად გადადის ენერგოეფექტურ რეჟიმზე. AI Energy Mode კი შეუძლია შეამციროს ენერგომოხმარება მომხმარებლის ჩვევებსა და გარემო პირობებზე დაყრდნობით.
ორმაგი ინვერტორული ძრავა და AI კონტროლი უზრუნველყოფს სტაბილურ ტემპერატურასა და ტენიანობას, თუნდაც ცვალებად ამინდში.
ჭკვიანი მართვა და ინტეგრაცია SmartThings-თან
კონდიციონერი ინტეგრირებულია Samsung SmartThings ეკოსისტემასთან. მობილური აპით შესაძლებელია:
პარამეტრების დისტანციური შეცვლა Wi-Fi-ის მეშვეობით:
- Quick Remote ფუნქცია – სრულფასოვანი კონტროლი ტელეფონიდან
- Map View – სახლის 3D რუკა, სადაც ჩანს ტემპერატურა, ჰაერის ხარისხი და ენერგომოხმარება
- Welcome Cooling ფუნქცია ავტომატურად რთავს კონდიციონერს, როცა მომხმარებელი სახლთან ახლოს იმყოფება.

Good Sleep რეჟიმი – სრულფასოვანი ღამის დასვენებისთვის
WindFree Good Sleep რეჟიმი ადაპტირდება ძილის სხვადასხვა ფაზაზე, არეგულირებს ტემპერატურასა და ტენიანობას, ხელს უშლის მოულოდნელ ცვლილებებს და უზრუნველყოფს ღრმა ძილს.
Freeze Wash – ტექნოლოგია გაწმენდა უბრალოდ ერთი ღილაკით
Samsung WindFree™ კონდიციონერის გაწმენდა ძალიან მარტივია – დაშლა არ სჭირდება. გაწმენდა ხდება პულტით ან SmartThings-ით, მოწყობილობა ყინავს და შემდეგ ალღობს შიდა ბლოკს, რითიც თავად იწმინდება. წყალი ავტომატურად გადადის კონდენსატის მილში, Freeze Wash ტექნოლოგიის წყალობით, აღარ არის საჭირო სერვისის გამოძახება რეგულარული გაწმენდისთვის – სისტემა თავისთავად ინარჩუნებს სისუფთავეს.
დიზაინი და პერსონალიზაცია
მინიმალისტური დიზაინი, პრემიუმ მასალები და ვერტიკალური ფორმა ქმნის მოწყობილობას, რომელიც ინტერიერის ორგანულ ნაწილად იქცევა. შედეგად, ეს არის კონდიციონერი, რომელიც არა მხოლოდ აგრილებს სივრცეს – არამედ ქმნის შენთვის იდეალურ გარემოს.
(R)