„დისი კომიქსის“ ახალი ნამუშევარი, სადაც მათ ორი სუპერგმირი, სუპერმენი და ბეტმენი გააერთიანეს, ქართულ კინოეკრანებზე გამოვიდა. ბენ აფლეკმა ბეტმენის როლი მოირგო, შეიძლება ითქვას, არცთუ წარმატებულად, ხოლო სუპერმენს ჰენრი კავილი განასახიერებს, რომელიც ქალების გულთამპყრობელია.
ორი სუპერგმირის დაპირისპირების შესახებ ფილმმა თავიდანვე მიიპყრო კომოქსების მოყვარულთა ყურადღება. მით უმეტეს, ძალიან საინტერესო გამოდგა ფილმის ტრეილერი, რომელიც რამდენიმე თვით ადრე გავრცელდა, სანამ ის კინოეკრანებზე გამოვიდოდა.
ბეტმენი სუპერმენის ამბავში „შედის“ და საკუთარი ადგილის დაკავებას ცდილობს. საზოგადოება ვერ თანხმდება, არის თუა რა სუპერმენი მართლაც გმირი, თუ საკუთარ შესაძლებლობებს არცთუ საუკეთესოდ იყენებს. საბოლოო ჯამში, მესამე ძალის ჩარევით, ორი გმირი ერთმანეთს უპირისპირდება და საქმე მთავარ ბატალურ სცენამდე მიდის.
ვისაც ქრისტოფერ ნოლანის ეპიკური ტრილოგია გაქვთ ნანახი „ბეტმენის“ შესახებ, ეს ფილმი იმედს ძალიან გაგიცრუვებთ, რადგან მასთან ახლოსაც ვერ მივა, თუმცა თუკი ეს ორი გმირი უპირობოდ გიყვართ და სპეცეფექტებით გაჯერებული სანახაობები გიზიდავთ, კინოში წასასვლელად დრო გამონახეთ.