LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბევრი ეძება თუ ცოტა, მილიარდერის ცოლს გაუმიჯნურდა – მეუღლის ღალატით გულგატეხილმა კევინ კოსტნერმა სიყვარული იპოვა

488
page

70 წლის კევინ კოსტნერმა ბევრი ძიების შემდეგ, გულის სწორი იპოვა. მისი რჩეული მილიარდერი ალეკ გორესის ყოფილი მეუღლე, 46 წლის კელი ნუნან გორესია.

წყვილი პაპარაცებმა კოლორადოს კურორტზე გადაიღეს. ინსაიდერის ცნობით, მეუღლის ღალატით გულგატეხილი კოსტნერი ახალ ურთიერთობაში საოცრად ბედნიერია.

„კევინი და კელი უკვე გარკვეული დროა ერთად არიან. ივლისის ბოლოსაც ასპენაში ერთად ისვენებდნენ. კევინი ცდილობს ყველაფერი იდეალურად წარმართოს, რადგან არ სურს, რომ ეს ურთიერთობა კრახით დასრულდეს“, – აცხადებს წყარო.

შეგახსენებთ, გასულ წელს კევინ კოსტნერი და კრისტინა ბაუმგარტნერი 18 წლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. მალევე კრისტინა ფინანსისტ, ჯოშ კონორზე დაქორწინდა.

ბობოქარი ღამის შემდეგ ფანტასტიკურ განწყობაზეა – 70 წლის კევინ კოსტნერის უახლესი ფოტოები

ფოტო/ვიდეო: შერით აღფრთოვანებული კევინ კოსტნერი 78 წლის არტისტს თვალს ვერ წყვეტს და აღტაცებას ვერ მალავს

კევინ კოსტნერს ექს-მეუღლე ძმაკაცზე გაუთხოვდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები