LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბევრი იბრძოლა, მაგრამ ვერაგმა დაავადებამ დაამარცხა, ღრუბლებში იკაშკაშებ და იცეკვებ დაუსრულებლად… როგორ მენანები სამარადისო ძილისთვის“ – ქორეოგრაფსა და მოცეკვავეს, თეონა მუსელიანს მეგობრები ემშვიდობებიან

586
თეონა მუსელიანი

2 ივლისს სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა – გარდაიცვალა ახალგაზრდა ქორეოგრაფი და მოცეკვავე, თეონა მუსელიანი, რომელიც იუნგის სარკომას ებრძოდა.

„ულამაზესი მოცეკვავე სოციალური ქსელიდან გაიცნო საქართველომ. მას დაუდგინდა იშვიათი სახეობის იუნგის სარკომა…“ – ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრი სამძიმრის წერილს ავრცელებს

თეონა მუსელიანის შესახებ სოციალურ ქსელში უამრავი სტატუსი ვრცელდება – ახალგაზრდა მოცეკვავეს ოჯახის წევრები, მეგობრები და კოლეგები ემშვიდობებიან და მასთან დაკავშირებულ ემოციურ ისტორიებს იხსენებენ.

„ჩემო მზის სხივო, ჩემო ყვავილო, ჩემო ანგელოზო. ნუთუ მართალია ეს ყველაფერი? რატომ? ფრინავდი, ფრინავდი და გაგვიფრინდი. როგორ დავიჯერო, თეო, როგორ? ღმერთო სად ხარ?მიყვარხარ“, – წერს ნინო მუსელიანი სოციალურ ქსელში.

„ანგელოზო თეო, როგორ მეგონა ძვირფასო, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. მიყვარხარ, იმიერში ცხონდეს შენი ლამაზი სული, ძვირფასო გოგო.

თეო ჩემი ერთ-ერთი უძვირფასესი პაციენტი იყო, რომელმაც წლების წინ, რომ შემოაღო ჩემი კლინიკის კარი, მაშინვე მომაჯადოვა ყველანაირად ისეთი ენერგეტიკა და სიხალასე ჰქონდა. მას მერე ვმეგობრობდით და ერთმანეთს სიყვარულს ვუზიარებდით. თეო, მტკივა შენი გარდაცვალება, ძვირფასო გოგო“, – წერს ციცი ფანგანი.

Teo Museliani ანგელოზო თეო როგორ მეგონა ძვირფასო ,რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა 🥹მიყვარხარ იმიერში ცხონდეს შენი ლამაზი…

Posted by Tsitsi Pangani on ოთხშაბათი, 02 ივლისი, 2025

„აბა, რა ვთქვა, ჩემო გოგონოლლ… შენს გულს ვენაცვალე, ჩემო გულო… ანგელოზად დაბადებულო, ანგელოზად გადაინაცვლე. სული მეწვის, ჩემო, აწი ინავარდე ზეციურ სცენაზე, ჩემო ფარცაქალო. ბოლო დაბადების დღე მომილოცია, ჩემო მებრძოლო სულო… როგორ ვისუნთქო ჰაერი, შენს გარეშე?!

ჩემი ლექსები ხომ გიყვარდა, მოშაირეს მეძახდი, თეო, ჩემო ანგელოზო… ვერ ვსაუბრობ წარსულში, სული მტკივა.

ქალი დაიბადა… დალოცავს სამებაო..

თვალებით იქნება მწვანეთვალებაო…

გოგონოოოოოოლ… შემოცხეს ფერხულ სვანებმაო…

მი სი მალატ, ქალო, სცენის ნატვრის თვალო…

მუზავ კეთილგულავ, ღიმილ დედოფალო,

გულში რამდენს იტევ, როგორ დაგითვალო?!

შენი ღიმილები კონად შევკარი და

მინდა სიყვარულით გულში შეგინახო. 🥰

კოკოსგან 🥰 30.03.25“, – წერს თამუნა კოკოევა და თეონა მუსელიანს ლექსს უძღვნის.

აბა,რა ვთქვა, ჩემო გოგონოლლ…შენს გულს ვენაცვალე,ჩემო გულო..ანგელოზად დაბადებულო,ანგელოზად გადაინაცვლე😭 სული…

Posted by Tamuna Kokoeva on ოთხშაბათი, 02 ივლისი, 2025

„აწ უკვე ცათა სასუფეველს დაამშვენებს თავისი ლამაზი, სათნო ღიმილით და თბილი მზერით… ჩემი კისკისა თეო…

იბრძოლა, ბევრი იბრძოლა, მაგრამ ამ ვერაგმა დაავადებამ დაამარცხა და ადრიანად დაასრულა ეს ლამაზი სიცოცხლე… ზეცაში გაფრინდა ჩვენი ლამაზი გოგო, ძნელია თეო შენზე წარსულში საუბარი“, – წერს კიდევ ერთი მოქალაქე, ნათია სირაძე სოციალურ ქსელში და თეონა მუსელიანის კადრების ვიდეოკოლაჟს აქვეყნებს.

„ღრუბლებში იკაშკაშებ და იცეკვებ დაუსრულებლად, თეო“, – წერს თამარ ბითარიშვილი.

Teo Museliani ღრუბლებში იკაშკაშებ და იცეკვებ დაუსრულებლად💔🖤 თეოოო💔🖤💔

Posted by Tam Ara Bitarishvili on ოთხშაბათი, 02 ივლისი, 2025

„ხომ არიან ადამიანები, რომელთა წასვლა ჩაგწყვეტს გულს, დაგადუმებს… ასე არის დღეს „სოფუ“ შენი გაფრენით, ანგელოზო. თეო, როგორ მენანები სამარადისო ძილისთვის“…

ხომ არიან ადამიანები რომლელთა წასვლა ჩაგწყვიტავს გულს, დაგადუმებს… ესე არის დღეს "სოფუ" შენი გაფრენით ♡ანგელოზო ♡ 🖤 თეო როგორ მენანები სამარადისო ძილისთვის😪 Teo Museliani

Posted by Sopo Burduladze on ოთხშაბათი, 02 ივლისი, 2025

გარდაიცვალა ახალგაზრდა მოცეკვავე და ქორეოგრაფი თეონა მუსელიანი – ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრი სამძიმრის წერილს ავრცელებს…

Posted by Radio Fortuna FM 106,9 on ოთხშაბათი, 02 ივლისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g