ახალგაზრდა მოცეკვავესა და ქორეოგრაფს, თეონა მუსელიანს, რომელიც იუნგის სარკომასთან ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა, მეგობრები ემშვიდობებიან.
თეონა მუსელიანის ფოტოებსა და ვიდეოებს მისი მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ და გარდაცვლილ მეგობარს ემოციურ სტატუსებს უძღვნიან.
ახალგაზრდა ქორეოგრაფი და მოცეკვავე, თეონა მუსელიანი, რომელიც იუნგის სარკომას ებრძოდა.
„ასეთი სილამაზე, თან ასეთ ნაადრევ ასაკში არ უნდა მიდიოდეს ამ ქვეყნიდან. ჩემი კლასელი და ბავშვობა. როგორი იმედი მქონდა, რომ ძლიერი იყავი და დაამარცხებდი ამ ვერაგ დაავადებას. მშვიდად განისვენე თეო“, – წერს მარიშკა ყველაშვილი სოციალურ ქსელში.
ასეთი სილამაზე თან ასეთ ნაადრევ ასაკში არ უნდა მიდიოდეს ამ ქვეყნიდან 🥲🥲 ჩემი კლასელი და ბავშვობა ❤️ როგორი იმედი მქონდა რომ ძლიერი იყავი და დაამარცხებდი ამ ვერაგ დაავადებას 😭 მშვიდად განისვენე თეო 😭
Posted by Marishka Yvelashvili on ოთხშაბათი, 02 ივლისი, 2025
„მართლაც, საიდან მოდის სილამაზე? ან სად მიდის? სად იკარგება, თუ დროებით მიეფარება?…
რანაირი უსამართლოა ეს ცხოვრება. მერამდენედ ვსვამ კითხვას, რატომ, ღმერთო. ულამაზესი, უნიჭიერესი მხატვარი და მოცეკვავე“, – წერს ნათია ნადირაძე სოციალურ ქსელში.
მართლაც, საიდან მოდის სილამაზე? ან სად მიდის? სად იკარგება, თუ დროებით მიეფარება?… რანაირი უსამართლოა ეს…
Posted by Natia Nadiradze on ოთხშაბათი, 02 ივლისი, 2025
„თეო, ჩემო ლამაზთვალება, კისკისა და ნიჭიერო გოგო, როგორ მატკინე გული. ბაღიდან ერთად მოვდიოდით! ეჰ, რა რთულია ცხოვრება“, – წერს თეონა მუსელიანის კიდევ ერთი მეგობარი სოციალურ ქსელში.
თეო ჩემო ლამაზ თვალება კისკისა და ნიჭიერო გოგო, როგორ მატკინე გული.💔😭😭 ბაღიდან ერთად მოვდიოდით! ეჰ, რა რთულია ცხოვრება. 😭😭🥺
Posted by ხატია ჩუბინიძე on ოთხშაბათი, 02 ივლისი, 2025
„ჩემი გოგო თეო. ჩემი გულიანი სვანი გოგო. ნათელი და სანთელი შენს ლამაზ სულს, უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი“, – წერს ნათია სანიკიძე და თეონა მუსელიანის ფოტოებს აქვეყნებს.
ჩემი გოგო თეო🥲ჩემი გულიანი სვანი გოგო Teo Museliani ნათელი და სანთელი შენს ლამაზ სულს,უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი🙏🥲
Posted by Natia Sanikidze on ოთხშაბათი, 02 ივლისი, 2025
„არ მინდა დავიჯერო, გაფრინდა ეს სილამაზე უფალთან“, – წერს მარიამ ამირბარი.
არ მინდა დავიჯერო 🥺 Teo Museliani გაფრინდა ეს სილამაზე უფალთან 🕊️ 💔 🖤
Posted by Mariam Amirbari on ოთხშაბათი, 02 ივლისი, 2025