LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბევრი მითქმა-მოთქმაა გრიპის ვირუსის წლევანდელ შტამთან დაკავშირებით… ამან გარკვეულად გააღრმავა ვაქცინის მიმართ სკეპტიციზმი, რომელიც ისედაც ყოველთვის არსებობდა, სინამდვილეში კი…“ – რა ინფორმაციას ავრცელებს მაია ბუწაშვილი

840
მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბევრი მითქმა-მოთქმა ვრცელდება გრიპის ვირუსის წლევანდელ შტამთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ ქვეტიპის წინააღმდეგ ვაქცინამ „არ იმუშავა“.

სპეციალისტი სოციალურ ქსელში წერს, რომ წელს გრიპის ვირუსმა მუტაცია მას შემდეგ განიცადა, რაც ვაქცინა უკვე შემუშავებული იყო, ამიტომ მისი ეფექტურობა ნაკლებია, ვიდრე სხვა სეზონებზე, რამაც გარკვეულად გააღრმავა ვაქცინის მიმართ სკეპტიციზმი, რომელიც ისედაც ყოველთვის არსებობდა.

B თუ C ჰეპატიტი – რომელია უფრო ვერაგი, ვინ არის რისკის ქვეშ და როდის გვემუქრება ციროზი? – მაია ბუწაშვილი გადაცემაში „სტუმრად ექიმთან”

ინფექციონისტი ამბობს, რომ სინამდვილეში წელს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს:

„ბევრი მითქმა-მოთქმაა გრიპის ვირუსის წლევანდელ შტამთან დაკავშირებით. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ ქვეტიპის წინააღმდეგ ვაქცინამ „არ იმუშავა“. შეგახსენებთ, წელს წამყვანია H3N2 subclade K (და არა „ღორის გრიპი“, როგორც ამას ბევრი ამბობს, რომელიც არის H1N1. ახლა ეს ქვეტიპიც ცირკულირებს, მაგრამ წელს აქცენტი H3N2-ზეა).
მოკლედ, ამ ქვეტიპებზე ყურადღების გამახვილებას ალბათ დიდი მნიშვნელობა არ ექნებოდა.

უბრალოდ, აქ მთავარი ის არის, რომ წელს გრიპის ვირუსმა მუტაცია განიცადა იმის შემდეგ, რაც ვაქცინა უკვე შემუშავებული იყო (შეგახსენებთ, ყოველწლიურად ვაქცინა იქმნება იმ სეზონზე მოცირკულირე ქვეტიპების შესაბამისად). ამიტომ მისი ეფექტურობა ნაკლებია, ვიდრე სხვა სეზონებზე. ამან გარკვეულად გააღრმავა ვაქცინის მიმართ სკეპტიციზმი, რომელიც ისედაც ყოველთვის არსებობდა.

სინამდვილეში კი წელს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ვირუსის ახალი ქვეტიპი იმუნურ პასუხსაც „გაექცა” და შესაბამისად, ვისაც H3N2 მიმართ გარკვეული დაცვა ჰქონდა, ისიც ნაკლებად მუშაობს.

წელს ამ მუტაციის გამო ზოგიერთები გრიპის პანდემიურ მიმდინარეობასაც პროგნოზირებდნენ. იმედია ეს აღარ გვემუქრება.
წლევანდელ სეზონზე ვაქცინირებული ადამიანებიც ინტენსიურად ინფიცირდებიან, თუმცა როგორც სხვა ქვეყნების სტატისტიკის თანახმად, ასევე ჩვენთან რასაც ვაკვირდებით, აცრილებს შედარებით მსუბუქად გადააქვთ, ხოლო აუცრელებს განსაკუთრებულად მძიმედ – 5-7 დღე მაღალი, შეუპოვარი ცხელებით და ხშირად გართულებებით. აცრილებში ბევრად ნაკლებია ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები.
ამიტომ, გთხოვთ, ნუ აჰყვებით ამ კამპანიას, რომ წელს ვაქცინა „ჩავარდა“ და ამიტომ რა აზრი ჰქონდა აცრას.

კიდევ ვიმეორებ, პირიქით, წელს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო. ამიტომ ვინც ჯერ არ აცრილა, ისევ აქვს აზრი“, – წერს ბუწაშვილი.

ბევრი მითქმა-მოთქმაა გრიპის ვირუსის წლევანდელ შტამთან დაკავშირებით. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ ქვეტიპის წინააღმდეგ…

Posted by Maia Butsashvili on კვირა, 04 იანვარი, 2026
magti 5g