სიდნეიში მცხოვრები მეთიუ ლეპრე მხოლოდ 26 წლისაა და უკვე საკმაოდ სოლიდური ქონების მფლობელია. მილიონერი მთელ მსოფლიოში მოგზაურობს და სემინარებსაც ატარებს, რათა იმ ადამიანებს დაეხმაროს ვისაც გამდიდრება სურს. მისი ბიზნესიც სწორედ პიროვნულ ზრდასთან დაკავშირებულ სემინარებს უკავშირდება.
მეთის შემოსავალი თვეში 120 ათასი დოლარია, ამიტომ მას შეუძლია რომ დაიქირაოს დამხმარე, რომელსაც თავის ხარჯზე აცხოვრებს, თან ატარებს და საკმაოდ სოლიდურ ხელფასსაც გადაუხდის.
გასულ წელს მეთმა იაპონია, დუბაი, ჰავაი მოიარა და საკმაოდ დიდი დრო მშობლიურ სიდნეისაც დაუთმო. წელს მას ბევრად უფრო შორს მიმავალი გეგმები აქვს. მილიონერი მიხვდა, რომ მთელ ბიზნესს მარტო ვერ გაუძღვება, ამიტომ „მსოფლიოში ყველაზე მაგარი ვაკანსია“ გამოაცხადა.
პერსონალურ ასისტენს ძირითადად მოგზაურობა და მეთის ბიზნესის სხვადასხვა ქვეყნებში პოპულარიზაცია დაევალება. მინიმალური ხელფასი 52 ათასი დოლარი იქნება და შემოსავალი გამოცდილებისა და მონდომების შესაბამისად კიდევ უფრო გაიზრდება.
შერჩეული კანდიდატი შემდეგ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს:
რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთების უნარი
მოგზაურობის დაგეგმვა
კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
სოციალური მედიის მართვა
ორგანიზაციული უნარები
მოქმედი პასპორტი
პუნქტუალურობა და შრომისმოყვარეობა
მსურველებს განაცხადის შევსება ამ ლინკზე შეუძლიათ.