LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უფასო საცხოვრებელი და 10 000 აშშ დოლარი თვეში – საოცნებო ვაკანსია ღვინის მოყვარულებისთვის

556
murphy-goode-winemaker-davereadyjr-vineyard

ამერიკულმა ღვინის კომპანიამ Murphy-Goode Winery დააანონსა, რომ კალიფორნიის ქალაქ სონომაში ერთწლიანი ვაკანსია აქვს.

თუკი დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ ერთი ჭიქა ღვინის მირთმევა გჩვევიათ, ეს ვაკანსია თქვენთვის არის.

უნიკალურ პოზიციაზე ვაკანსიას კომპანია პერიოდულად 2009 წლიდან აცხადებს. ვაკანსიის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ახალი თანამშრომლის პოზიცია თავიდანვე განსაზღვრული არ არის. პირველი თვეების განმავლობაში იგი ჯერ კომპანიის საქმიანობას ეცნობა საფუძვლიანად და ზუსტად ადგენს, თუ მეღვინეობის რომელი ასპექტით არის დაინტერესებული. შემდეგ კი შესაბამის საკითხზე იწყებს მუშაობას. ახალწვეულს კომპანიის დამფუძნებლების შვილი, გამოცდილი მეღვინე დეივ რეიდი ჯუნიორი უწევს მენტორობას.

იღბლიანი ადამიანი, რომელსაც კომპანია აარჩევს, არა მხოლოდ მზიან კალიფორნიაში გადავა საცხოვრებლად, არამედ სრულიად უფასოდ იცხოვრებს კომპანიის მიერ დაქირავებულ სახლში, ყოველთვიური ხელფასის სახით კი 10 000 აშშ დოლარს მიიღებს.

ერთწლიანი მუშაობის პერიოდში ახალბედა მეღვინე მიიღებს ცოდნას როგორც ვაზის მოვლის, ასევე ღვინის შექმნის პროცესისა და გაყიდვების შესახებ. კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი ღვინის წარმოებით დაინტერესებულ კრეატიულ პიროვნებას ეძებენ, რომელსაც უკვე აქვს ამ მიმართულებით გარკვეული გამოცდილება.

კანდიდატი, რომელიც ვაკანსიაზე სივის გააგზავნის, მეღვინეობით დაინტერესებული, 21 წელზე უფროსი ასაკის პირი უნდა იყოს, რომელსაც აშშ-ში მუშაობის უფლება აქვს. დაინტერესებულ პირებს კომპანიისათვის რეზიუმეს გაგზავნა 30 ივნისის ჩათვლით შეეძლებათ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები