LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელ სექტორშია ყველაზე მეტი ვაკანსია – jobs.ge-ზე სამუშაო ადგილების რაოდენობა წლიურად 37%-ით გაიზარდა

69
ვაკანსია-დასაქმება

jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა წლიურად 37%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას PMCG აქვეყნებს.

მონაცემი 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 194%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

კვლევის მიხედვით, 2022 წელს, აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით, jobs.ge-ზე 42 523 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 37%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 194%- ით გაზრდილი მაჩვენებელია.

PMCG-ს ცნობით, 2022 წელს, აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო თვიურმა ზრდის ტემპმა 7.5% შეადგინა.

დოკუმენტში Jobs.ge-ზე გამოცხადებული ვაკანსიები დარგების მიხედვით არის წარმოდგენილი. როგორც ჩანს, ამ პერიოდში ყველაზე მეტი 14 019 ვაკანსია ლოგისტიკის/ტრანსპორტის/დისტრიბუციის კატეგორიაში გამოქვეყნდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 43%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 223%-ით მეტია.

ამასთან, 12 628 ვაკანსია გაყიდვებისა და შესყიდვების კატეგორიაში გამოცხადდა. ეს რიცხვი 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 63%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 263%-ით არის გაზრდილი.

ხოლო 8 838 ვაკანსია ადმინისტრაცია/მენეჯმენტის კატეგორიაში გამოქვეყნდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 31%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 205%-ით მეტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები