LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავტობუსის მძღოლის პოზიციაზე 400 ვაკანსიას აცხადებს

154
ავტო

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ ავტობუსის მძღოლის პოზიციაზე გამოცხადებული 400 ვაკანსიით 8, 10 და 12-მეტრიანი ავტობუსების მძღოლების ადგილები შეივსება, ამჟამად მომუშავე მძღოლები კი 18-მეტრიან ავტობუსებზე გადანაწილდებიან.

„უკვე შევიძინეთ 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი, რომლებიც ამჟამად დამზადების პროცესშია. მათი შემოყვანა და სხვადასხვა მარშრუტზე გაშვება 2024 წლის განმავლობაშია დაგეგმილი. ამის გათვალისწინებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ აღნიშნული ავტობუსების მართვისთვის საჭირო E კატეგორიის მოწმობის მისაღებად კომპანიაში ამჟამად მომუშავე მძღოლების გადამზადება დაიწყო. მათ ნაცვლად აუცილებელი გახდება, შეივსოს 8, 10 და 12-მეტრიანი ავტობუსების მძღოლების ვაკანტური ადგილები. ვისაც დასაქმების სურვილი აქვს, თბილისის სატრანსპორტო კომპანიას უნდა მიმართოს. შესაბამისი გასაუბრებისა და სტაჟირების გავლის შემდეგ, ყველა ადამიანს, განურჩევლად სქესისა, M3 კატეგორიის ავტობუსის მძღოლის პოზიციაზე მუშაობის საშუალება მიეცემა,” – განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, გამოცხადებულ ვაკანსიებზე თანამდებობრივი სარგო შეადგენს 2 500 – 3 000 ლარს გამომუშავებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები