LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბევრი რამ არის ნათქვამი ლანჩხუთელი მე-12 კლასელების ქმედებაში… ბანკეტი ერთ-ერთი საბჭოთა გადმონაშთია – უაზრო, გოიმური, არათანამედროვე, ხარჯიანი“ – რომან გოცირიძე

244
რომან გოცირიძე, აქცია რუსთაველის გამზირზე

„ევროოპტიმისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციების მხარდამჭერ ინიციატივებს, მათ შორის, ლანჩხუთელი მოზარდების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ბანკეტისათვის შეგროვებული ფული, დედაქალაქში აქციაზე წამსვლელთა დასაფინანსებლად გადაერიცხათ.

რომან გოცირიძე აღნიშნულ ქმედებას მიესალმება და ამ კონტექსტში წერს, რომ „ბანკეტი ერთ-ერთი საბჭოთა გადმონაშთია-უაზრო“

„ლანჩხუთელმა მეთორმეტეკლასელებმა ბანკეტისათვის შეგროვებული ფული აქციაზე წამსვლელებისათვის ავტობუსის დასაქირავებლად გადარიცხესო.

ბევრი რამაა ნათქვამი მათ ამ ქმედებაში.

ბანკეტი ერთ-ერთი საბჭოთა გადმონაშთია – უაზრო, გოიმური, არათანამედროვე, ხარჯიანი.

გამოიყენეთ ეს ფული გართობაში, მოგზაურობაში, თუნდაც ლამაზად ჩაცმაში ან სულაც ნუ დახარჯავთ, თუ ოჯახს მძიმედ დააწვება და მაღალპროცენტიანი სესხი უნდა იხადოს.

არა საბჭოთა გადმონაშთებს!

კი ევროპას!

და რა თქმა უნდა, არა რუსულ კანონს!“, – წერს რომან გოცირიძე.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში 30 აპრილს შეიქმნა ფეისბუკჯგუფი „დაიტოვე“, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციებზე რეგიონიდან ჩამოსვლის მსურველებს დასარჩენს სთავაზობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები