LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბევრი რამე არ გესმის მიშა და მოდი ვილაპარაკოთ, რა არ გესმის“ – ცხარე კამათი მშვილდაძესა და ჩერგოლეიშვილს შორის

2108
xhergomshvildadzre

მიშა მშვილდაძემ და თამარ ჩერგოლეიშვილმა გადაცემაში „რეაქცია“ ცხარედ იკამათეს. ისინი უკრაინაში ვიზიტზე „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების პოზიციასა და პარლამენტიდან ოპოზიციის გამოსვლის საკითხზე ვერ შეთანხმდნენ.

„კობახიძეს ვინც ძალას შთაბერავს, ჩემთვის ის ერთია. ჩემნაირად ფიქრობ, უბრალოდ გინდა რომ უფრო ლმობიერი იყო, უბრალოდ გინდა რომ საჯაროდ და რიტორიკულად გინდა იყო. ხატია (დეკანოიძე) და ბიძინა ივანიშვილს არ ვაყენებ ერთ დონეზე, მაგრამ ერთმანეთს განაპირობებენ. ჩვენ რომ მთავრობას ვაჯობოთ გვჭირდება, რომ ეს უპრინციპოები გვერდიდან მოვიშოროთ. ისე ვერ ვაჯობებთ“ – განაცხადა ჩერგოლეიშვილი, რასაც მშვილდაძე არ დაეთანხმა და უფრო ვრცლად უსაუბრა.

„მგონია რომ ეს არ არის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ეხლა. ჩასარეცხი ჩაირეცხება და ამოსარეცხი ამოირეცხება. საბოლოო ჯამში მივდივართ სამთავრობო პარადიგმაში. ამ პროცესში ვიყოთ სამართლიანები, ყველასთვის გამჭვირვალე იყოს, რა პრინციპებით და რა და როგორ. მაგალითად, პარლამენტის დატოვება არის ნაბიჯი, მაგრამ ის რომ ვინც ამას არ აკეთებს, გადავხაზოთ არ ვეთანხმები ჯერჯერობით ამას. მთავარი რა არის, არ გაგვექცეს, რა რომ, ეხლა გამოწვევა რა გვაქვს, მთელი ეს დრამა რაც დადგა ჩვენმა ხელისუფლებამ არის გამოწვეული რაღაცით, ჩვენ უნდა დავინახოთ პროცესი. რა ზემოქმედების ბერკეტები გვაქვს ხელისუფლებაზე“, – თქვა მშვილდაძემ, რომელსაც საუბარი ჩერგოლეიშვილმა შეაწყვეტინა: „დაგანახებ ძალიან კარგად მიშა, ძალიან კარგად ვხედავ და არანაირად არ ჯდება პარლამენტში მჯდარი ოპოზიცია ამ დრამაში“.

„იმდენჯერ მოხდა პარლამენტში შესვლა და პარლამენტიდან გამოსვლა, ამან ძალა დაკარგა, ამიტომ არ მგონია, რომ გამოსვლით ახალი დღე გათენდება. შესვლა რომ მომხდარიყო სწორად და ჰარმონიულად, მასაც ძალა ექნებოდა“, – აღნიშნა მშვილდაძემ, რაზეც ისევ ჩერგოლეიშვილმა შეაწყვეტინა საუბარი:

„როცა შედიოდნენ შენ მაშინაც ამას მეუბნებოდი, ახლა შესვლა სჯობია, არანაირი ჰარმონიული და სწორი შესვლა არ არსებობს. ბევრი რამე არ გესმის მიშა და მოდი ვილაპარაკოთ იმაზე, რა არ გესმის. ხალხი არ არის ცხვარი, თქვენ ეს რამე უნდა გაიგოთ, რომ გადაწყვეტთ მოდი ეხლა ჰარმონიულად შევასაღოთ, ხალხს რომ ეუბნები, რომ შედეგი უნდა მივიღო, თორემ ისე არ შევალ პარლამენტში, ჩვენ უნდა ჰარმონიულად ტყუილი მიგვეყიდა გამარჯვებად – თქვა თამარ ჩერგოლეიშვილმა, რაზეც მშვილდაძემ ასე უპასუხა.

„ნუ გამოგყავს ისე, რომ მე მინდა ხალხი დავინახო, როგორც ცხვარი და შენ მიხსნი, რომ ხალხი ცხვარი არ არის. შარ მიშელის ხელმოწერა იყო ტყუილი? წინა შეთანხმება? ამას შედეგი რომ არ მოჰყვა იმიტომ იყო ტყუილი? 41%-ი არ იყო სისულელე და 43% სისულე? არა თამარ ეგრე არ არის, შენ შენი ლოგიკა და ხედვა გაქვს, რომელსაც ყოველთვის რაღაცნაირად ისე არგებ, რომ ეგრე ამბობდი თურმე აქამდეც“ – უთხრა მშვილდაძემ ჩერგოლეიშვილს.

„ყველაფერს ზუსტად ასე ვამბობდი, რასაც ახლა ვამბობ. მე ავიღებ ჩემს ეთერებს დავალაგებ, შენ შენი ეთერები დაალაგე და შევადაროთ“. – უთხრა ჩერგოლეიშვილმა მშვილდაძეს, მან კი უპასუხა, რომ არაფერში არ ეჯიბრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g