„ბევრი სტერეოტიპი დავარღვიე, რაც მაბედნიერებს. ბევრმა დაიჯერა, რომ ასეთ ასაკობრივ სხვაობაშიც არის ნამდვილად სიყვარული და არ არის აუცილებელი, რომ მაინცდამაინც პატარა გოგო იყო“, – ამბობს „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში“ ინფლუენსერი, ნინორე გიორგობიანი.
„ვიცოდი, რომ ცოლად ასაკით პატარას გავყვებოდი თუ საერთოდ გავთხოვდებოდი… ჩემი მეუღლე იყო 23 წლის… ამხელა ბულინგი და ამხელა „ჰეითი“ ერთ ღამეში წავიკითხე…“ – ინფლუენსერი ნინორე გიორგობიანი პირადზე
„ორივემ ვიცით, რომ რომც დავიშალოთ, არ დაიქცევა ქვეყანა…“
როგორც გადაცემის ანონსიდან ხდება ცნობილი, ინფლუენსერი მასსა და მის მეუღლეს შორის ასაკობრივ სხვაობაზე საუბრობს, პირად ცხოვრებაზე ჰყვება და ამბობს, რომ „ასეთ ასაკობრივ სხვაობაშიც არის ნამდვილად სიყვარული“:
„ბევრი სტერეოტიპი დავარღვიე, რაც მაბედნიერებს. ბევრმა დაიჯერა, რომ ასეთ ასაკობრივ სხვაობაშიც არის ნამდვილად სიყვარული და არ არის აუცილებელი, რომ მაინცდამაინც პატარა გოგო იყო. რომ ვკითხე (მეუღლეს) რატომ აირჩიე, მისი მხარეც მნიშვნელოვანი იყო, რომ რატომ აირჩია მასზე 10 წლით უფროს ქალთან ურთიერთობა, მისი პასუხი იყო, რომ უფრო სტაბილურები ხართ, უფრი იცით რა გინდათ და რაღაცეებზე არ გჭირდება დროის ხარჯვა. რაღაცეებს ბევრად „ლაითად“ ვუყურებ ალბათ“ – ამბობს ნინორე გიორგობიანი.
