LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბევრი სუნთქვის უკმარისობა მინახავს, მაგრამ როგორიც კოვიდს აქვს არასდროს… – ლევან რატიანი

181
2

“ჩემზე უფროსებიც არსებობენ იმ განყოფილებაში, არც ერთს არ გვინახავს ასეთი სურათი”, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტომა, ლევან რატიანმა ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში განაცხადა. მისი თქმით, კორონავირუსული დაავადების პაციენტებში ყველა სხვა დაავადების მიმდინარეობებისგან რადიკალურად განსხვავებული სპეციფიკა მიმდინარეობის.

“მე 20 წელია, რაც რეანიმაციასთან შეხება მაქვს, თითქმის ყოველდღიურად. სამწუხაროდ, ბევრი სიკვდილი გვინახავს და ბევრი სუნთქვის უკმარისობა, მაგრამ აი, ასეთი სუნთქვის უკმარისობა, რომელიც ამ დაავადებას გააჩნია, არასდროს მინახავს… ვერ იგებს ცუდად რომ არის, არც ძილში გეკონტაქტება, უყურებ მონაცემს, რომელსაც სატურაცია ჰქვია და აღარ აქვს, ლურჯდება თვალს და ხელს შუა. ჩემზე უფროსებიც არსებობენ იმ განყოფილებაში, არც ერთს არ გვინახავს ასეთი სურათი. ასე ჩუმად იპარება ადამიანი მაქსიმუმ ერთ საათში”, – აცხადებს რატიანი

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 394 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. უკვე გამოჯანმრთელდა 94 პაციენტი, 4 ასაკოვანი პაციენტი კი გარდაიცვალა.

“აპრილის ბოლო, მაისის დასაწყისი იქნება საფრთხილო და რთული” – ამირან გამყრელიძე

magti 5g