LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აპრილის ბოლო, მაისის დასაწყისი იქნება საფრთხილო და რთული” – ამირან გამყრელიძე

961
ამირანი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი კორონავირუსის გავრცელების საშიშროებაზე საუბრობს და ამბობს, რომ მოქალაქეებს დამშვიდების საფუძველი არ აქვთ.

 

„ჩვენ დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს, შემთხვევების ზრდა ქვეყანაში იქნება, ჯერ-ჯერობით ჩვენი ე.წ. მრუდი აღმავალია. შიდა გავრცელება როგორც კი იწყება ქვეყანაში, იქიდან მე-6, მე-7, მე-8 კვირები არის ყველაზე რთული ჩვენი პროგნოზით.

ჩვენ შიდა გავრცელება დაგვეწყო მარტის 22-23 რიცხვში, დაახლოებით 4 კვირა შევასრულეთ, მე-5 კვირაში შევდივართ, ამიტომ ვამბობდით, რომ აპრილის ბოლო კვირები, მაისის პირველი ორი კვირა იქნება უფრო საფრთხილო და უფრო რთული.

შემთხვევების ზრდა დიდი ალბათობით გვექნება, ამიტომ ყველამ უნდა დავიცვათ ის წესი, რასაც სახელმწიფო, ჯანდაცვის უწყება და დაავადებათა კონტროლის ცენტრი გასცემს. ეს არის სოციალური დისტანცირება, სხვა ამას ვერაფერი აჩერებს“,- განაცხადა გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში.

შეგახსენებთ, მსგავს განცხადებებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი წინა დღეებშიც აკეთებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g