LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბევრმა წყენამ და იმედგაცრუებამ ჩამოიარა ჩვენს შორის… თუმცა სიმართლე მინდა ვთქვა ღიად!!!…“ – რას წერს თორნიკე რიჟვაძის ყოფილი თანაგუნდელი

1522
თორნიკე რიჟვაძე

თორნიკე რიჟვაძის ყოფილი თანაგუნდელი, ალექსანდრე დავითაძე, სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში ყოფილი კოლეგის მიმართ მხარდაჭერასა და სოლიდარობას გამოხატავს და იხსენებს, რომ რიჟვაძე 2012 წელს მაგისტრატურაზე სწავლისას გაიცნო და მასთან პროფესიულ ურთიერთობასთან ერთად მჭიდრო მეგობრული კავშირიც დაამყარა. როგორც ალექსანდრე დავითაძე წერს, წლების განმავლობაში მათ საერთო მიზნები აერთიანებდათ – პირველად აკადემიურ სივრცეში, შემდგომ კი ქვეყნის საკეთილდღეო საქმიანობაში.

ამასთან, იგი განსაკუთრებულად ამახვილებს ყურადღებას რიჟვაძის დამოკიდებულებაზე ადამიანების ჯანმრთელობის მიმართ და ამბობს, რომ მისი თანადგომით არაერთ პირს გაეწია დახმარება მაშინაც კი, როცა ამისთვის პირადი სახსრების მოძიება უწევდა.

„ბევრჯერ დავწერე და ბევრჯერ წავშალე – თუმცა გულით სათქმელი, აუცილებლად მინდა ვთქვა.

2012 წელს გავიცანი, ერთ აუდიტორიაში ლექციებს ვესწრებოდით მაგისტრატურაზე. თავიდანვე გამოვნახეთ საერთო ენა, ვინაიდან ბევრჯერ მითქვამს და ახლაც განვმეორდები „ეტყობოდა – ნიჭიერი კაცი იყო“. ისე მოხდა, რომ საერთო ინტერესები მალევე გამოვნახეთ. შემდეგ ჩვენი გზები საგანმანათლებლო და კარიერული მიზნებიდან გამომდინარე გაიყო – მან ლონდონში გააგრძელა სწავლა მე ვარშავაში.

2017 წელს ისე მოხდა, რომ ჩვენი გზები ისევ გადაიკვეთა – უკვე ქვეყანაზე ზრუნვის ნაწილში. ახალბედა იყო ამ სფეროში, მე ცოტა მეტი გამოცდილება მქონდა იმ მოცემულობაში – ბოლომდე გვერდში დავუდექი, აქაც ნიჭიერი დარჩა და ყველაფერი უცებ აითვისა, „მეც მისი მხარდაჭერა მქონდა.“

ცხოვრება უცნაური რამ არის, ვთანხმდებით. 2021 წლის 18 მაისს ჩვენი გზები გაიყარა, თან ისე, რომ მის კაბინეტში ბოლო შეხვედრის შემდგომ 1 კომუნიკაციაც კი არ გვქონია. მაშინ დავპირდი, რომ ოდესღაც „სამოქალაქო ფორმაში – მიწაზე დაშვებულები“ ისევ შევხვდებოდით და ამ ყველაფერზე ვისაუბრებდით უკვე სხვა რაკურსიდან. არაერთხელ ავკრიფე მესიჯი 4 აპრილს, როცა მისი გადადგომის შესახებ გავიგე – თუმცა გამოცდილი მქონდა რა ის შეგრძნებები რაც მას აუცილებლად ექნებოდა იმ პერიოდში – აღარ მივწერე…

ბევრმა წყენამ და იმედგაცრუებამ ჩამოიარა ჩვენს შორის… თუმცა სიმართლე მინდა ვთქვა ღიად!!! ვიცნობ მას რა, პირად ცხოვრებაში და საქმეში, ჩემთვის დაუჯერებელი და წარმოუდგენელია თორნიკეს ჩართულობა თუ მფარველობა ნებისმიერი ტიპის ნარკო დანაშაულთან მიმართებაში. აბსოლუტური ბლეფია…

არ შემიძლია არ გავიხსენო მისი დამოკიდებულება ადამიანების ჯანმრთელობასთან მიმართებაში. ჩემი იქ ყოფნის პერიოდში ერთი ადამიანიც არ მახსენდება – მოსულიყოს მასთან ჯანმრთელობის დახმარების თხოვნით და დახმარების გარეშე უკან წასულიყოს. იქ სადაც კანონი უძლური იყო აუცილებლად გამონახავდა ხოლმე რესურსს, გზას, რომ რამენაირად დახმარება გაეწია, ხშირად პირადი სახსრებითაც კი.

„ბევრ ადამიანს დაეხმარა, მათ შორის, მეც… უმადურობა თვითმკვლელობაზე ნაკლები ცოდვა არ მგონია…“ – აჩიკო გოგიტიძე თორნიკე რიჟვაძის შესახებ

ბათუმელი საოპერო და ესტრადის მომღერალი, აჩიკო გოგიტიძე თორნიკე რიჟვაძის შესახებ სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ პირადად მისგან დიდი მხარდამჭერი მიიღო, როცა სასწავლებლად საზღვარგარეთ გაემგზავრა.

თორნიკე, ვიცი, ყველა ჩემი ძველი პოსტი წაკითხული გაქვს გულისყურით. ღმერთს ვთხოვ, რომ ამ პოსტსაც წაიკითხავ გულისყურით და ჯანმრთელი ეყოლები შენს ოჯახს გვერდში.

აუცილებლად უნდა გადარჩე ! ! !“

ეკა ბესელია: ექსპერტიზის დასადგენია თორნიკე რიჟვაძე თავს იკლავდა თუ ესროლეს, უნდა თქვას, რა მანძილიდანაა ნასროლი – საეჭვოდ ავრცელებენ წერილს, რომელიც არ ჯდება რაციონალურ ლოგიკაში

თორნიკე რიჟვაძე, ამ დრომდე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რჩება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, შეინიშნება დადებითი დინამიკა, თუმცა პაციენტი განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე საგარეჯოდან თბილისში გუშინ, 7 ივლისს, დილით გადმოიყვანეს. მას ცეცხლნასროლი ჭრილობა გულმკერდის არეში, კერძოდ ფილტვში აქვს.

ინფორმაციისთვის, 7 ივლისს, დილით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.

„ვერ დავემსგავსები იმ ადამიანებს, ჩემი ფონდის ამბების დროს რომ ისე გაჩუმდნენ, თითქოს არაფერი ჰქონდათ მოსაყოლი ამიტომ, უნდა დავწერო ეს სტატუსი“ – რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი თორნიკე რიჟვაძეზე

არსებული ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ბრალდებულის სახით ალექსი ახვლედიანია დაკავებული.

შალვა პაპუაშვილი: „რა თქმა უნდა, მძიმე შემთხვევაა, სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ – გამოძიება მიმდინარეობს, შინაგან საქმეთა მინისტრი თავად იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g