ონლაინმაღაზია BEZE მომხმარებელს ქალისა და ბავშვის ტანისამოსს სთავაზობს.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას დიზაინერმა ეკატერინე მახარობლიშვილმა განაცხადა, საზაფხულო კოლექციისთვის ემზადება და უახლოეს მომავალში მამაკაცების ხაზის გამოშვებასაც გეგმავს.
მისივე ინფორმაციით, ქალის ტანისამოსი მსურველებს 80-130 ლარად, ხოლო ბავშვის კაბები 50-60 ლარის ფარგლებში შეუძლიათ შეიძინონ.
”მოყვარული დიზაინერი ვარ და როგორც დიზაინს, პროდუქტსაც თავად ვქმნი. შეკვეთებს FACEBOOK-ის საშუალებით ვიღებ და მსურველებს ადგილზე მიტანის უფასო სერვისითაც ვემსახურები”, – განაცხადა მახარობლიშილმა.
მსურველებს BEZE-ს პროდუქციის ნახვა და შეკვეთა FACEBOOK-ის გვერდზე შეუძლიათ.( https://www.facebook.com/BEZE-1011970622196114/?fref=ts )