LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BIAFF 2025 – ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

505
რელიზი

13-17 დეკემბერს, ბათუმის კინოფესტივალი წარმოგიდგენთ ბიაფის კინოკვირეულს. ფესტივალის მთავარი მხარდამჭერია თიბისი.

წლევანდელ ფესტივალზე ნაჩვენები იქნება 15 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და 25 მოკლემეტრაჟიანი ფილმი 20-ზე მეტი ქვეყნიდან. კინოჩვენებებს კავეა გრანდ მოლი უმასპინძლებს.

მაყურებელს საშუალება ექნება, რამდენიმე სექციაში ნახოს და შეაფასოს სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალის  – კანი, ვენეცია, სანდენსი, ბერლინალე, ტორონტო, კარლოვი ვარი, ლოკარნო და ა.შ. მონაწილე წლის გამორჩეული ფილმები.  

წელს კინოფესტივალი წინა წლებისგან განსხვავებული ფორმატით ჩატარდება – ჟიურის ნაცვლად, კინომოყვარულებს შეეძლებათ, შეაფასონ ფილმები და გამოავლინონ აუდიტორიის პრიზი.  

საფესტივალო ფილმების ჩამონათვალს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

შეიძინეთ ბილეთები tkt.ge-ზე და მხარი დაუჭირეთ ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალს, ისიამოვნეთ BIAFF 2025-ის ექსკლუზიური კინოკოლექციით.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g