LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიბი რექსამ სიმღერაზე Last Hurrah პროვოკაციული კლიპი გადაიღო (ვიდეო)

148
feat-bebe-rexha-last-hurrah-video

ბიბი რექსამ Youtube-ის ოფიციალურ არხზე სიმღერის Last Hurrah კლიპი გამოაქვეყნა. სინგლი, რომელიც პირველი სოლო ნამუშევარია მას შემდეგ, რაც გასული წლის ივნისში ამერიკელმა მომღერლმა I’m a Mess შემოგვთავაზა, 15 თებერვალს გამოვიდა.

ჯოზეფ ქანის რეჟისორობით გადაღებული ვიდეო სიახლის ტექსტს ეფუძნება. მუსიკალურ რგოლში, რომელიც სავსეა პროვოკაციული კადრებით, ,,გრემიზე” ნომინირებული არტისტი იმ ცუდ ჩვევებს გვიჩვენებს, რომელთაგან ახალგაზრდა ვარსკვლავს გათავისუფლების სურვილი აქვს.

გავრცელებული ინფორმაციით, Last Hurrah ბიბი რექსას მომავალ, მეორე სტუდიურ ალბომში შედის, რომლის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები