LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიბილოვი: თავდაცვის ყველა ქვედანაყოფი ყაზარმულ მდგომარეობაშია – მზად უნდა ვიყოთ საქართველოს მხრიდან პროვოკაციებზე რეაგირებისთვის

799
ანატოლ

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა მოიწვია ე.წ. უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა სპეციალური ოპერაცია დაიწყო დონეცკის და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკების მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.

„ამასთან დაკავშირებით ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინმა აღნიშნა, რომ არიან ქვეყნები, რომლებიც შესაძლოა, ამ პროცესში იყვნენ ჩათრეული, ანუ გარეშე ძალები. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ გარეშე ძალებს მიეკუთვნება საქართველოც“, – განაცხადა ბიბილოვმა.

მისი თქმით, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე და ასევე, „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის მოკავშირეობის და ინტეგრაციის ხელშეკრულების“ შესასრულებლად და „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის და მისი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ ქმნის ოპერატიულ შტაბს, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს.

ბიბილოვის თანახმად, ე.წ. თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროების ყველა ქვედანაყოფი და პირადი შემადგენლობა ყაზარმულ მდგომარეობაშია და მზად არიან „რესპუბლიკის ხელმძღვანელობის“ ბრძანებების შესასრულებლად“.

ბიბილოვმა ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს დაავალა კონტრდაზვერვითი საქმიანობის მობილიზება, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო განყოფილებასთან ერთად „საზღვრის და საქართველოსთან მიმდებარე ტერიტორიის მონიტორინგისთვის აუცილებელი ქმედებების“ უზრუნველყოფა და მზადყოფნა „საქართველოს მხრიდან ყველა შესაძლო პროვოკაციაზე რეაგირებისთვის“.

“ვინც უკან ვეღარ ბრუნდება… შევიფარებთ” – ქართველები უკრაინელებს საკუთარ საცხოვრებელ სახლებს სთავაზობენ

საქართველო უკრაინაში რუსეთის აგრესიით შოკირებულია: სალომე ზურაბიშვილი

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას გადადგას ქმედითი ნაბიჯები რუსეთის სრულმასშტაბიან კონფლიქტში გადაქცევის შესაჩერებლად: შალვა პაპუაშვილი

ელენე ხოშტარია: შაბათამდე ვერ გავჩერდებით, დღეს თანადგომის დროა! გავიდეთ და გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ

მინდა მოგმართოთ სიტყვით, რომლითაც ჯერ არასდროს მომიმართავს… 2008 წელს სულ რომ თითი არ გამენძრია, პუტინს შემოჭრისთვის არანაირი საბაბი არ დასჭირდებოდა – სააკაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g