საქართველოში სოციალური მედიის მომხმარებლები აქტიურად აზიარებენ კადრებს, სადაც ჩანს, როგორ გადააქვთ ნავით ზღვაში უზარმაზარი ხე – ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ტიტა, რომელიც 100 წლისაა, ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილ პარკში გადაიტანეს.
„ბიბისი“ წერს, რომ ხის გადარგვას ქვეყანაში მოწინააღმდეგეებიც ჰყავს, რომლებიც ამბობენ, რომ არავის აქვს უფლება, ასწლოვანი ხეები იყიდოს და სურვილისამებრ გადარგას. ბრიტანული მედიასაშუალება ციხისძირში თებერვალში გამართული საპროტესტო აქციების შესახებაც წერს, როდესაც ხეების გადარგვას აქტიურად აპროტესტებდნენ.
ამასთან, „ბიბისის“ ყურადღება თამარ ჩერგოლეიშვილის სტატუსმაც მიიქცია, სადაც ჩერგოლეიშვილი ივანიშვილზე წერს :
„გიგანტურ მთებზე რომ შეიშალოს ფანატიკურად, მაშინ ნახეთ თქვენ მისი ქვეშევრდომების თავსატეხი“.