ბრიუსელის აეროპორტში ტერაქტიდან რამდენიმე წუთში მომხდარის ამსახველი ფოტომასალა სოციალურ მედიაში გავრცელდა, ფოტოების ავტორი კი ქართველი ჟურნალისტი, ქეთი ქარდავაა – წერს „ბიბისი“ და ქარდავასთან ჩაწერილ ინტერვიუს აქვეყნებს.
აფეთქების მომენტში ქართველი ჟურნალისტი გამგზავრების დარბაზში იმყოფებოდა – თვითმკვლელებისგან რამდენიმე მეტრის დაშორებით.
მისი გადაღებული სურათები მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანმა ნახა.
„ბიბისისთან“ ინტერვიუში ქარდავა ამბობს, რომ ბრიუსელში ნანახმა და განცდილმა მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა.