„ეროვნული ბიბლიოთეკა არის უფრო დიდი და მეტი, ვიდრე ვართ თითოეული ჩვენგანი, ინდივიდები“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა და აღნიშნულით უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, გიორგი კეკელიძის თანამდებობიდან გაშვების თაობაზე.
როგორც მანვე აღნიშნა, ბიბლიოთეკა პოლიტიკასთან არაფერ შუაშია, მცდელობები კი, ეს თემა პოლიტიკასთან დააკავშირონ, აჩვენებს იმ ადამიანების არაკეთილსინდისიერებას, რომლებიც ამას ცდილობენ.
პაპუაშვილის თქმით, ბიბლიოთეკის ახალი ხელმძღვანელი კონსტანტინე გამსახურდია იქნება. პარლამენტის თავმჯდომარემ მას წარმატება უსურვა
„ბატონ გიორგისთან [კეკელიძე] გუშინ მქონდა შეხვედრა.
„პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან“ - გიორგი კეკელიძე
„მე მშვიდად ვუთხარი, რომ იურიდიულად ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ არსებობს სხვა სამართალი და ამ სამართლით, ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა“.
უპირველეს ყოვლისა მინდა აღვნიშნო, რომ ეროვნული ბიბლიოთეკა არის უფრო დიდი და მეტი, ვიდრე ვართ თითოეული ჩვენგანი, ინდივიდები, ამიტომ რა თქმა უნდა ის საქმე, რომელიც წლების განმავლობაში ბიბლიოთეკაში კეთდებოდა, არის მნიშვნელოვანი საქმე.
ამის უკან ბიბლიოთეკის დიდი კოლექტივი დგას. რა თქმა უნდა ბატონი გიორგის მადლობელი ვარ ყველა იმ კარგი საქმისთვის, რომელიც მან კოლექტივთან ერთად გააკეთა.
რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ეს არის საკადრო გადაწყვეტილება, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
დამატებით კომენტარის გაკეთებას ამ საკითხთან დაკავშირებით არ ვაპირებ, ვინაიდან საქმე ეხება საკადრო გადაწყვეტილებას. ბატონი კონსტანტინე გამსახურდია იქნება ახალი ხელმძღვანელი. მე მას წარმატება მინდა ვუსურვო.
კონსტანტინე გამსახურდია ადასტურებს, რომ ის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობაზე ინიშნება
ეროვნული ბიბლიოთეკა პოლიტიკასთან არაფერ შუაშია, ეს მცდელობები, რომ ბიბლიოთეკა პოლიტიკასთან დააკავშირონ, აჩვენებს იმ ადამიანების არაკეთილსინდისიერებას, რომლებიც ამას ცდილობენ“. – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.