„ბიბლუსი ჯგუფის“ გენერალურ დირექტორს, ირაკლი გაგნიძეს 4 მარტს დაკრძალავენ.
„ინტერპრესნიუსის“ ცნობით, ირაკლი გაგნიძეს 4 მარტს 14:00 საათზე, საბურთალოს სასაფლაოზე მდებარე მაცხოვრის ამაღლების ეკლესიიდან გამოასვენებენ.
პანაშვიდი 2 და 3 მარტს გაიმართება. (მისამართზე: ლარსის ქუჩა 5, მეშვიდე სართული)
„ბიბლუსი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ირაკლი გაგნიძე გარდაიცვალა – „მისი წვლილი საქართველოში წიგნიერების გავრცელებაში შეუფასებელია“
„ირაკლი გაგნიძე წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა „ბიბლუსს“.
ცნობისთვის, „ბიბლუსი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ირაკლი გაგნიძე 42 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის მძიმე დაავადებას ებრძოდა. ირაკლი გაგნიძე „ბიბლუსი ჯგუფს“ არაერთი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მას მეუღლე და ოთხი შვილი დარჩა.