საქართველოს ბანკის კამპანიის ფარგლებში, რომლებიც ბებიებს მიეძღვნა, ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში სპეციალური თაროები განთავსდა.
თაროებზე მკითხველებს ქართველი და უცხოელი ავტორების წიგნები დახვდებათ ბებიებსა და ბავშვობის მოგონებებზე, მათ შორის:
- ჩემი რჩეული – ნოდარ დუმბაძე, ტ1, „მე, ბებია ილიკო და ილარიონი“, მოთხრობები
- „ძველი ფურცლიდან“ – რევაზ ინანიშვილი
- გოდერძი ჩოხელის მოთხრობები
- „ბანდიტი ბებია“ – Liber kids
- „ბანდიტი ბებია ბრუნდება“ – Liber kids
- „ბებია, სურათები სოფლის ცხოვრებიდან“ – ბოჟინა ნემცოვა
- „ჩემი აფრიკელი ბებია“ – მარიამ წიკლაური
- „წერილს გწერ, ბებიას“ – ნინო ნანეიშვილი
- „ბებიამ მთხოვა თქვენთვის მეთქვა, რომ ბოდიშს იხდის“ – ფრედრიკ ბაკმანი
აღნიშნული თაროები ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელის შემდეგ ლოკაციებზე: ვაკის პარკი, ჭავჭავაძის #2; სიმონ კანდელაკის #7; გალერეა თბილისი; ბიბლუსი გალერი ბათუმში; ბიბლუსი გალერი ქუთაისში; საბურთალოს სითი მოლი.
საქართველოს ბანკის კამპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
(R)
