LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბიჭებო, პრობლემა თქვენს უსამართლო დამოკიდებულებაშია.. მგონი, ეს უნდა გამოასწოროთ, თორემ საფრანგეთშიც პრობლემა იქნება მალე და იქ კიდევ ტრამპი მოდის, მისტერ ბაიდენ, ასე რომ, დაფიქრდით, აბა ჰე“ – ზარქუა ბაიდენსა და მაკრონს

144
ირაკლი ზარქუა

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის პრეზიდენტების ერთობლივ განცხადებას, რომლითაც ჯო ბაიდენი და ემანუელ მაკრონი „ქართულ ოცნებას“ მიმართავენ.

თეთრი სახლი – ჯო ბაიდენი და ემანუელ მაკრონი მოუწოდებენ „ქართულ ოცნებას“, პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს, ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით

ირაკლი ზარქუას თქმით, „პრობლემა ბაიდენისა და მაკრონის მმართველობასა და სხვა ქვეყნების მიმარ მათ უსამართლო დამოკიდებულებაშია“.

„ჩვენ დავრწმუნდით, რომ ევროკავშირის მოსახლეობა და ქართული სახელმწიფოს ხელისუფლება ერთსა და იმავე პოლიტიკას ვატარებთ – პრაგმატულს; ვიცავთ ჩვენს ინტერესებს, ჩვენს ადათ-წესებს, მართლმადიდებლობას, რელიგიას, ხალხს, თავისუფლებას და სუვერენიტეტს.

აქედან გამომდინარე, მგონია, რომ პრობლემა ბიჭებო, თქვენს მმართველობაშია, პრობლემა, ბიჭებო, თქვენს არასწორ, უსამართლო დამოკიდებულებაშია სხვა ქვეყნების მიმართ.

მე მგონი, ეს უნდა გამოასწოროთ, თორემ საფრანგეთშიც პრობლემა იქნება მალე და იქ კიდევ ტრამპი მოდის, მისტერ ბაიდენ, ასე რომ, დაფიქრდით, აბა ჰე“, – თქვა ირაკლი ზარქუამ.

„ევროპულ ღირებულებებზე სადაც გაკეთდა აქცენტირება და უცხოური დაკვეთების შესრულება ხდებოდა, იქ დამარცხდნენ… გერმანიაში ქალბატონ ვიოლას ვუსამძიმრებ, ახლა მოთქმა გვიანია“ – ზარქუა ვიოლა ფონ კრამონს

ცნობისათვის, აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტების, ჯო ბაიდენისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრასთან დაკავშირებით თეთრმა სახლმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ აშშ და საფრანგეთი ადასტურებენ თავიანთ ერთგულებას, იდგნენ საქართველოს ხალხის გვერდით მათ ევროატლანტიკურ მისწრაფებებში. ამავე განცხადების მიხედვით, „პრეზიდენტები მოუწოდებენ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“, პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით“.

მამუკა მდინარაძე: ერთმა ადამიანმა ან ორგანიზაციამ გაგვცეს პასუხი კითხვაზე: როგორ შეიძლება, საქართველოში, დემოკრატიას ძირს უთხრიდეს ზუსტად იგივე რამ, რაც ამერიკასა და საფრანგეთში ძირს უმაგრებს დემოკრატიას?!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g