ძმები ნიკურაძეები, რომლებიც ავეჯს ამზადებენ, იმ ძმებს დაეხმარებიან, რომლებიც დედის გადასარჩენად ფულს ტაქსაობით აგროვებენ.
ნიკურაძეებმა „ფეისბუქზე“ დაწერეს, რომ მათი ყოველი შეკვეთიდან 200 ლარს ქართველიშვილებს გადაურიცხავენ.
ეს პოსტი „ფეისბუქმომხმარებლების“ ნაწილმა პიარ სვლად ჩათვალა და ამის გამო, ნიკურაძეები გააკრიტიკა.
ტაქსაობით შვილები ცდილობენ დედის მკურნალობისთვის თანხა შეაგროვონ.
ტაქსი მაიასთვის - შვილები დედის გადასარჩენად ფულს ასე აგროვებენ
ნიკურაძეებმა განაცხადეს, რომ ეს კრიტიკა უსაფუძვლოა.
„ჩემო მეგობრებო მე არ მიყვარს ვინმეს რომ ვეხმარები ამის გამოაშკარავება მაგრამ ეს გავაკეთე ვინაიდან ყველას ვისაც კი აქვს საშვალება იმასაც შესძლებოდა დახმარება,
ეს იყო ამ ჩემს მიერ გაზიარებული ვიდეოს აზრი და არა ის რომ ვითომ და მე ეს ვიდეო დავდე იმის გამო რომ გამეპიარებინა „ძმები ნიკურაძეები“ ან ვინმეს შევაყვარო თავი რომ აი რამაგარი ბიჭები არიან. ჩვენ ეს ვართ რაც ვართ, ჩვენ ასეთებად გაგვზარდა დედამ რომ ბოლო ლუკმაც სხვას მივცეთ მაშინ, როცა უჭირს მითუმეტეს როდესაც ეხება ქალს რომელიც ანგელოზია, ქალს რომელიც დედაა, ქალს რომელმაც შვილები აღზარდა ნამდვილ ვაჟკაცებად და ისინი წვალობონ, შრომობენ, არავის ემათხოვრებიან, უბრალოდ შრომით ცდილობენ დედის სიცოცხლე გაახანგრძლივონ და ჩვენ ამაში ხელს შევუწყობთ და ვერც ვერავის ჭორი შეგვიშლის ხელს!!!
მოკლედ, რატომ ვწერ ამას ბევრი შეტყობინება მომივიდა საღოლ რეიტინგს იწევთო, რაიყო 200 ლარი რაცოტააო მათხოვრები ხომ არარარიანო, და ასე შემდეგ. მინდა გითხრათ ჩვენ მთელი გულით და შეგნებით ვეხმარებით იმით, რისი საშვალებაც გვაქვს, და თქვენ ვინც ასე აზროვნებთ და ფიქრობთ, შეგიძლიათ უფრო მეტი გადაურიცხოთ უფრო გაგვეხარდება, და კიდევ მე ვის ვაკლებ და ვის ვაძლევ არავის საქმე არარის !!! ბოდიშით ამ სიტყვაზე ყველა ასეთმა მოაზროვნე ხალხმა ერთი ადგილი დააყენოს და გაიაროს დატოვოს ჩემი ფეისბუქ გვერდი დაუყოვლნებლივ!!! რა თქმა უნდა, ვინც დადებითად მიღო, იმათ უღრმეს მადლობას ვუხდით გვიყვარხართ და ღმერთმა ერთი ათასად გიქციოთ,“ – წერენ ძმები ნიკურაძეები.