LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიჭი, რომელიც “სელებრითებთან” მეგობრობდა, ერთ ღამეში მილიარდერი გახდა (ფოტოები)

650
chineli

ერიკი მხოლოდ 24 წლისაა, მისი ფოტოებიდან ირკვევა, რომ რიჰანასთან და ბელა ჰადიდისთან ერთად წვეულებებზე ხშირად დადის. სულ რაღაც 2 დღის წინ კი ის ერთ ღამეში მილიარდერი გახდა.

საქმე ისაა, რომ ერიკმა სულ ახლახანს დაამთავრა პენსილვანიის უნივერსიტეტის საფინანსო სკოლა. ამის აღსანიშნავად, მშობლებმა კომპანიის აქციები გადასცეს, რომელთა ღირებულება 3, 88 მილიარდი დოლარია.

ერიკის მშობლები ჩინეთში, ბიოფარმაცევტული ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორები არიან, რომლებმაც კომპანიის მთლიანი გამოშვებული აქციების მეხუთედი შვილს აჩუქეს.

CNN წერს, რომ ერიკის ინსტაგრამზე ნახავთ ფოტოებს, თუ როგორ ერთობა ის სნოუბორდინგით იაპონიაში, როგორ ეშვება ზღვაზე პარაშუტით ტაილანდში, ასევე როგორ ცურავს ბაჰამის კუნძულებზე დელფინებთან ერთად და ა. შ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g