LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიჭუნა უანგაროდ დაეხმარა ხელმოკლეებს და „ლივერპულის“ ფეხბურთელისგან მადლობა და საჩუქარი დაიმსახურა

114

პატარა ბიჭი მშიერ ხალხს დაეხმარა და „ლივერპულის“ მოთამაშისგან წერილი მიიღო. მას ახლა ფირმინიოს მაისურიც აქვს.

და რა კარგად მოიქცა ენდრიუ რობერტსონიც.

შოტლანდიელი ტვიტერში გადააწყდა „ლივერპულის“ 7 წლის ქომაგის ალფის ისტორიას. ბიჭმა ფუდბანკის (ორგანიზაცია, რომელიც საკვებით უზრუნველყოფს ხელმოკლეებს) შესახებ შეიტყო. „პორტუსთან“ თამაშის წინ ის მამასთან ერთად მაღაზიაში შევიდა და მთელი ჯიბის ფულით პროდუქტები იყიდა, რომელიც ვოლონტიორებს გადასცა.

ალფის გულიანობა „ლივერპულის“ ფეხბურთელმა რობერტსონმა დააფასა და ბიჭუნას თბილი წერილი მისწერა:
„ეს უბრალოდ შესანიშნავია, რომ შენ დაეხმარე ხალხს, რომლებთაც ახლა საუკეთესო დრო არ უდგათ. შენ რაღაც საოცარი გააკეთე სხვებისთვის და სანაცვლოდ არაფერი მოგითხოვია. და მინდა გაჩვენო, რომ ასეთი რამ შეიძლება დაფასდეს“.

თავმდაბალმა რობერტსონმა ხელმოწერილი მაისურიც თან დაურთო, ოღონდ თავისი კი არა, რობერტო ფირმინოსი.
„მოდი, ალალად ვთქვათ ალფი, არავის უნდა მარცხენა მცველის მაისური, აი რატომ არის აქ ბობის მაისური“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g