საბავშვო მაღაზია ”Bicocca Baby Boutique” ახალი კოლექციას წარმოადგენს. რას გვთავაზობს მაღაზია,,Bicocca Baby Boutique” და რატომ არის განსაკუთრებული მისი სამოსი? ამ კითხვებზე პასუხის გაასცემად მაღაზიის მარკეტინგის მენეჯერს ნათია აბრამაშვილს ვესაუბრეთ.
– რითი არის გამორჩეული ,,ბიკოკას” სამოსი?
– ჩვენი საბავშვო ბუტიკი ,,ბიკოკა”, რომელიც მხოლოდ პატარებს სთავაზობს მოდურ ტანსაცმელს, 0 თვიდან 3 წლამდე ბავშვებზეა გათვლილი. ჩვენთან შეგიძლიათ შეიძინოთ იტალიური პროდუქცია და მაღალი ევროპული ხარისხის სამოსი. ოცდახუთი იტალიური ბრენდის გარდა, რომლის შეძენაც საქართველოში მხოლოდ ჩვენთან არის შესაძლებელი, ასევე გვაქვს ესპანური და პორტუგალიური ბრენდები.
–როგორია ხარისხი და რამდენად ხელმისაწვდომია ფასები?
-ჩვენი კოლექცია წარმოდგენილი იყო ფლორენციის ბავშვთა მოდის კვირეულზე, ასე რომ ჩვენთან ამჟამად შეგიძლიათ შეიძინოთ უმაღლესი ევროპული ხარისხის უახლესი შემოდგომა-ზამთრის კოლექცია. ფასები ხელმისაწვდომია მათთვის ვინც აფასებს ხარისხს.
– ამჟამად რა კოლექციაა წარმოდგენილი?
-ჩვენ გვაქვს მაღაზიაში სპეციალური ნათლობის კაბები, რომელზეც ვქარგავთ კონკრეტული ბავშვის სახელს, ასევე ჩვენთან წარმოდგენილია იტალიური ბრენდი Suffer Baby და სამეფო სტილის კაბები, რომლებიც დამზადებულია 100%-ით ნატურალური იტალიური აბრეშუმისგან.
-სად არის შესაძლებელი თქვენი სამოსის შეძენა?
-ჩვენი მაღაზია მდებარეობს ჭავჭავაძის 34 ნომერში, სავაჭრო ცენტრ ..პიქსელის” მეორე სართულზე. ვმუშაობთ ყოველდღე, დილის 10:00 საათიდან საღამოს 20:30-მდე.