LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბიძინა დაემალა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს – მისი და მისი პარტიის კურსი ნათელია: ეს არის ოკუპანტ რუსეთში ქვეყნის შეთრევა, ევროპასთან კავშირების გაწყვეტა და იზოლაცია თავისუფალი სამყაროსგან“ – მამუკა ხაზარაძე

170
მამუკა ხაზარაძე - ბიძინა ივანიშვილი

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ამერიკელ სენატორს ჯინ შაჰინს და კონგრესმენ მაიკ ტერნერს არ შეხვდა. აღნიშნულის შესახებ განცხადება დღეს, სენატორმა ჯინ შაჰინმა გააკეთა.

„ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ჩვენთან შეხვედრაზე, რაც იმედგაცრუებას იწვევს“ – სენატორი ჯინ შაჰინი

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „ბიძინა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს დაემალა“. როგორც მამუკა ხაზარაძე განმარტავს, „ბიძინა ივანიშვილის და მისი პარტიის კურსი ნათელია: ეს არის ოკუპანტ რუსეთში ქვეყნის შეთრევა, ევროპასთან კავშირების გაწყვეტა და იზოლაცია თავისუფალი სამყაროსგან“. 

„ბიძინა დაემალა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, შეერთებული შტატების ორპარტიულ დელეგაციას! მას არაფერი აქვს სათქმელი სახელმწიფოსთვის, რომელიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდამჭერია! ბიძინასი და თავისი პარტიის კურსი ნათელია – ეს არის ოკუპანტ რუსეთში ქვეყნის შეთრევა, ევროპასთან კავშირების გაწყვეტა და ქვეყნის იზოლაცია თავისუფალი სამყაროსგან.

ეს არ არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი!

ამიტომ, 26 ოქტომბერს სწორედ ხალხი გასცემს მას პასუხს და გაისტუმრებს 12-წლიანი მმართველობიდან!“,- წერს ხაზარაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g