LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯინ შაჰინი: „გასულ წელს საქართველოს მთავრობამ საკუთარი მოქალაქეების გასაჩუმებლად და დემოკრატიული სისტემის დასუსტების მიზნით უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგა“

136
ჯინ შაჰინი

„გასულ წელს საქართველოს მთავრობამ საკუთარი მოქალაქეების გასაჩუმებლად და დემოკრატიული სისტემის დასუსტების მიზნით უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგა – აღნიშნული ნაბიჯები მოსკოვის ინტერესებს სრულად შეესაბამება“, – ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა განაცხადა.

აღნიშნული განცხადება სენატორმა, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აშშ-ის სენატში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

„გასულ წელს საქართველოს მთავრობამ საკუთარი მოქალაქეების გასაჩუმებლად და დემოკრატიული სისტემის დასუსტების მიზნით უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგა. მან რეპრესიული კანონები მიიღო. მან ევროატლანტიკურ საზოგადოებაში გაწევრიანების შესახებ საქართველოს კონსტიტუციის განსაზღვრულ პირობაზე უარი თქვა. მან სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მკაცრი ზომები მიიღო და პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლები დააკავა“, – განაცხადა ამარიკელმა სენატორმა.

მისი თქმით, „აღნიშნული ნაბიჯები მოსკოვის ინტერესებს სრულად შეესაბამება“:

„საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები, მათ შორის ნინო დოლიძე, დემოკრატიის ეროვნული ინსტიტუტის დემოკრატიის ჯილდოს მფლობელი, ძირითადი უფლებების დასაცავად პირადი რისკის ფასად მუშაობენ. მათი ბრძოლა ფართო გლობალური წინააღმდეგობის ნაწილია“, – აღნიშნა ჯინ შაჰინმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g