“ქართული ოცნების” დღევანდელი სხდომა ერთი დეპუტატისთვის არასასიამოვნო შედეგებით დასრულდა. უმრავლესობის წევრების გადაწყვეტილებით, ბიძინა გეგიძე საპარლამენტო უმრავლესობას დატოვებს.
რა განცხადებებს აკეთებენ უმრავლესობის დეპუტატები
დღეს "ქართული ოცნება" სხდომას გამართავს - განიხილება თუ არა პრემიერის შეცვლის საკითხი
ინფორმაციას საქართველოს პირველი არხი ავრცელებს, რომლის თანახმადაც გეგიძის ბოლოდროინდელი განცხადებები წინააღმდეგობაში მოდიოდა პარტიის პოზიციებთან. ეს კი საბოლოოდ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი გახდა.
ბიძინა გეგიძე ამ დრომდე რჩება მმართველი პარტიისა და მისი პოლიტსაბჭოს წევრად. პარტიიდან გარიცხვის თაობაზე გადაწყვეტილება, შიდა წესდების თანახმად, პოლიტსაბჭომ უნდა მიიღოს.