„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან შეხვედრებს დღეიდან გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
„ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და დაიგეგმა თავმჯდომარის შეხვედრები დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან. შეხვედრების მიზანია, ინდივიდუალურად ყველას მიეცეს შესაძლებლობა, გამოხატოს და განიხილოს საკუთარი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებზე,“ – აცხადებენ „ქართულ ოცნებაში“.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა მსგავს ფორმატში პირველი შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფთან 22 თებერვალს გამართა.
„თემის აქტუალობიდან გამომდინარე, პირველად თავმჯდომარე სწორედ იმ ჯგუფს შეხვდა, რომელმაც განსხვავებული პოზიცია გამოხატა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით,“ – აღნიშნულია პარტია „ქართული ოცნების“ ინფორმაციაში.