LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა ივანიშვილი: „უცხოეთიდან ზურგგამაგრებული კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ დღესაც არეულობის საშუალებით ცდილობს ხელისუფლებაში მოსვლას და შემდეგ ქვეყნის ომსა და ქაოსში გახვევას – ეს უნდა დასრულდეს“

310
ბიძინა ივანიშვილი

„უცხოეთიდან ზურგგამაგრებული კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ დღესაც არეულობის საშუალებით ცდილობს ხელისუფლებაში მოსვლას და შემდეგ ქვეყნის ომსა და ქაოსში გახვევას. ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. ესაა ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, თუ რატომ სჭირდება საქართველოს, რომ 26 ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ” საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა.

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ბათუმში

ბიძინა ივანიშვილის თქმით, მმართველი გუნდი, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის მემკვიდრე თუ სატელიტ პარტიებს ჯერ კონსტიტუციით აკრძალავს, შემდეგ კი ომის დანაშაულის გამო, ყველა მოღალატეს კანონის წინაშე მოუწევს პასუხის გება.

„ამაყი ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობის მუდმივი მხარდაჭერით, 12 წელიწადში ავაშენეთ ქვეყანა, რომელშიც ხელისუფლება ემსახურება ხალხს და ყველა ინსტიტუცია პროფესიონალურად ასრულებს თავის მოვალეობას“ – ბიძინა ივანიშვილი

„კარგად გახსოვთ, რა ხდებოდა 12 წლის წინ საქართველოში, როდესაც ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა, მკვლელობა, წამება, ქონების წართმევა,, ბიზნესის რეკეტი, ამ ქვეყნის ყოველდღიურობა იყო“

„სწორედ ამ ერთიანობის ეშინია კოლექტიურ „ნაციონალური მოძრაობას“ ყველაზე მეტად, რადგან „ქართულ ოცნებასთან“ და ქართველ ხალხთან უკვე 12 წელია უშანსოდ მარცხდება, ხოლო 26 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ დიდი უპირატესობით გამარჯვება მათი დასასრულის დასაწყისი იქნება – ჩვენ ჯერ კონსტიტუციით ავკრძალავთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის სატელიტ თუ მემკვიდრე პარტიებს, რითაც გზას ახალ, ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს გავუხსნით, შემდეგ კი, ომის დანაშაულის გამო, თითოეულ მოღალატეს უმკაცრესად ვაგებინებთ პასუხს კანონის წინაშე!

ერთი მხრივ, მხოლოდ ასე შეიძლება დასრულდეს ის თავსმოხვეული პოლარიზაცია, რაც ქვეყანას განვითარებაში უშლის ხელს, მეორე მხრივ კი საზოგადოებას კარგსა და უკეთესს შორის არჩევანის გაკეთების საშუალება მიეცეს!

დღესაც, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ნგრევისა და ღალატის სიმბოლოა, ხოლო „ქართული ოცნების“ სახით ქართველი ხალხი ირჩევს მშვიდობას, ღირსებას და კეთილდღეობას“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

„როდესაც ქვეყანაში სრული უიმედობა იყო გამეფებული, სწორედ ამ დროს, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა უამრავი მუქარის მიუხედავად გადაწყვიტა პოლიტიკაში ჩართულიყო, მისი ეს ქმედება ქართველი ხალხისთვის იმ საოცარი ერთიანობის საფუძვლად იქცა, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბრის ისტორიული გამარჯვებით დავასრულეთ“ – ირაკლი ღარიბაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები