LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრში შეხვედრა მიმდინარეობს

2380
1430217212_biznes-centri

ამ წუთებში, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრში შეხვედრა მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, შეხვედრას ესწრება მმართველი გუნდის რამდენიმე წევრი, ასევე ლაშა ნაცვლიშვილი. შუშის სასახლეში იმყოფება რეჟისორი გოგა ხაინდრავაც.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ივანიშვილის რეზიდენცია უკომენტაროდ დატოვა პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ.

იმის გასარკვევად, თუ ვინ ესწრება კიდევ შეხვედრას, “ფორტუნა” ქართული ოცნების პრესსამსახურს დაუკავშირდა, თუმცა, პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ინფორმაცია არ აქვთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g