ქართული პოლიტიკაში 2021 წელი შეიძლება ითქვას, მცირე მოულოდნელობით დაიწყო. გავრცელებული ინფრმაციით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან იანვრის ბოლოს უნდა წასულიყო, თუმცა მისი გამოსამშვიდობებელი წერილი 11 იანვარს ვიხილეთ.
როგორც ჩანს, ივანიშვილისთვის პოლიტიკაში ყოფნა მართლაც არაკომფორტული იყო და დათქმულ დრომდე ადრე დატოვა პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა.
„ახლა რომ გუნდს გაუჭირდეს და მე შემოვბრუნდე, ეს გაუგებარი იქნება. რაც შემეძლო, გავაკეთე და ახლა რაღაზე მივდივარ? თუ ისევ უკან მოსვლა მიწევს, რაღაც სწორედ ვერ გავაკეთე და თუ სწორედ ვერ გავაკეთე, უკან რაღატო უნდა გავიქაჩო? მარტივი თემაა – ე.ი. ვერ გავაკეთე კარგად“ , – განაცხადა ივანიშვილმა და ამით უპასუხა ექსპერტებსა და პოლიტიკოსებს,რომლებმაც ივარაუდეს, რომ თუ ქრთულ პოლიტიკაში ივანიშვილის „მეორედ მოსვლა“ ვიხილეთ, ვნახავთ „მესამე მოსვლასაც”.
„სავაურაუდოდ, ეს იქნება ჩემი ბოლო ინტერვიუ“, – აღნიშნა ბიზნესმენა.
2011 წლის კომფორტის ზონაში დაბრუნებული ივანიშვილმა ბოლო ინტერვიუში რამდენიმე ადამიანს გადაუხადა მადლობა. პირველ რიგში კი ოჯახის წევრებს.
„ჩემი პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ მათი სიცოცხლე ბევრჯერ დადგა რისკის ქვეშ“,- აღნიშნა ბიზნესმენმა.
ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ „ქართულ ოცნებას“ 4-5 წლის განმავლობაში „არაფერი მოუვა“.
„თუ ისინი მოახერხებენ, რომ ერთმანეთში არ დაიწყონ საქმის გარკვევა, თუ მოახერხებენ, რომ კრიტიკულ სიტუაციაში შეიკრიბონ და კამათში საღი აზრი ჩამოაყალიბონ, გარწმუნებთ, რომ „ქართულ ოცნებას“ არანაირი პრობლემა არ ექნება. ერთადერთი ეჭვი ეს მაქვს, თუ ეს ვერ მოახერხეს და ერთმანეთში დაიწყეს საქმის გარკვევა, მაშინ შეიძლება შედეგი გაუარესდეს, თუმცა, თუ ჩემი შეფასება გაინეტერესებთ, უახლოეს 4-5 წელიწადი „ქართულ ოცნებას“ არაფერი მოუვა და აბსოლუტურად ჯანსაღად გააგრძელებს თავის მოღვაწეობას“,- განაცხადა ივანიშვილმა.
მან იქვე დასძინა, რომ არ იქნება „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი – „ჩემი მოქალაქეობრივი მაქსიმალური აქტიურობა არჩევნებზე მისვლა და იქ ჩემი პოზიციის დაფიქსირება იქნება“.
„ არ ვაპირებ კონსულტაციების მიცემას გუნდისთვის. გუნდთან რამდენჯერმე გავიმეორე, რომ ნუ დაელოდებით ჩემგან შენიშვნებს, ამ მხრივ თქვენ აბსოლუტურად თავისუფალი იქნებით. ნუ დამირეკავთ და ნუ დამისვამთ კონსულტაციებზე რჩევისთვის შეკითხვებს. აი, ეს არის განსხვავება იმაში, რაც იყო ადრე და რაც არის დღეს. ადრე რაც იყო და როგორც ვამბობდი, ისე ვაკეთებდი. დღესაც ვარწმუნებ საზოგადოებას, რომ სწორედ ისე შევასრულებ, როგორც ვამბობ“, – აღნიშნა ივანიშვილმა.
რასაკვირველია, ბოლო ინტერვიუში მოვისმინეთ მისი დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილისადმი.
„ნახეთ ამ კაცის რეალური სახე, თუ არ გახდა შალიკოს ტყუპისცალი. აბსოლუტურად მთლიანად ნიღაბმოხსნილია. ყოველ წელს იქაჩება, რომ ჩამოვა. გაცილებით ღირსეულად მოიქცა მერაბიშვილი – მოიხადა ვალი და კაცია“, – აღნიშნა ივანიშვილმა.
„ქართული საზოგადოება იმდენად მომწიფდა და იმდენი გამოცდილება მიიღო, უკაცრავად და ქარაქუცა პარტიებით აღარ ჩაანაცვლებს „ქართულ ოცნებას“ , – დარწმუნებით აღნიშნა ივანიშვილმა.
„ღმერთმა მომასწროს და მოვესწრები ამას, რომ ჯანსაღი ძალით ჩანაცვლდეს „ქართული ოცნება“. ოპონენტიც რომ ასეთი ჯანსაღი იქნება, ქვეყანა გაცილებით სწრაფად განვითარება“, – განაცხადა ივანიშვილმა.
ზოგს უკვირს, რატომ არ შეიცვალნენ მინისტრები, პრემიერმა არ ისურვა – ბიძინა ივანიშვილი
მან მადლიერება გამოხატა ბიზნესმენის მიმართ, რომელმაც საქართველოს გარეჯის საზღვრის შესახებ მოპოვებულ დოკუმენტები გადასცა.
ივანიშვილის თქმით, გმირობის ტოლფასია, რაც დავით ხიდაშელმა ქვეყანას გაუკეთა.
„ეს კაცი ჩემზე არანაკლები ქველმოქმედია, არანაკლები დამსახურება აქვს ქვეყნის წინაშე.
მის ყველა ქმედებას გმირობად ვთვლი. რაც მან ქვეყანას გაუკეთა, მიმაჩნია, რომ არის ჭეშმარიტი გმირობა. ჩვენს მეზობელთან კამათსაც გადაგვარჩინა და სირცხვილსაც, რომ ჩვენი კულტურის ძეგლი ლამის შუაზე იჭრებოდა. ეს გააკეთა გულწრფელად, თავისი გონებით, შემართებით, თავისი რესურსებით. ჩემი აზრით, ის არის ჭეშმარიტი გმირი.“ – ამბობს ივანიშვილი.
თუ უკან დაბრუნება მომიწევს, ეს ნიშნავს, რომ რაღაც სწორად ვერ გავაკეთე – ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემული ინტერვიუ ბოლოა, თუმცა ვინ იცის… პოლიტიკა და მით უფრო ქართული პოლიტიკა ხომ მოულოდნელობებითაა სავსე…