“ახლა რომ გუნდს რაღაც გაუჭირდეს და მე მოვბრუნდე, გაუგებარია. ეს ნიშნავს, რომ რაღაც სწორად ვერ გავაკეთე”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ განაცხადა.
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა განმარტა, რატომ არ მიაჩნია სწორად კიდევ ერთხელ პოლიტიკაში დაბრუნება.
“მე მოვბრუნდი და ორ წელიწადზე მეტია, ამ მიმართულებით გუნდს ჩემს გამოცდილებას ვახმარდი და აბსოლუტურად განსხვავებული გუნდია დღეს „ქართული ოცნება“. მე რაც შემეძლო, გუნდთან ერთად უკვე გავაკეთე. ვტოვებ შემდგარ, სოლიდურ გუნდს, ერთფეროვანს და ერთგვაროვანს, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია. უკვე გამოცდილ გუნდს და არა იმას, რომელიც ერთი წლის შემდგომ დავტოვე. რაც შეიძლებოდა, ჩემგან მიეღო გუნდს, მიიღო. ახლა რომ გუნდს რაღაც გაუჭირდეს და მე მოვბრუნდე, გაუგებარია. რატომ მივდივარ, თუ ისევ უკან მოსვლა მიწევს? ეს ნიშნავს, რომ რაღაც სწორად ვერ გავაკეთე. რაც შემეძლო, ყველაფერი ჩავდე“, – განაცხადა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის
გუნდისთვის კონსულტაციების მიცემას აღარ ვაპირებ – ბიძინა ივანიშვილი