LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უბრალოდ…“ – რას წერს სანდრო მიკუჩაძე თამუნა მუსერიძესთან დაშორების შემდეგ

14077
2026-05-10_00-30-44_772805

ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე გამომწერებს მის ბოლოდროინდელ მდგომარეობაზე უყვება.

თამუნას თქმით, არასდროს ასე ცუდად არ ყოფილა, როგორც ახლაა, რადგან მისი და მისი მეუღლის, სანდრო მიკუჩაძის 12-წლიანი ურთიერთობა დასრულდა.

„ჩემი ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ ვყოფილვარ ასე ცუდად. დეტალებზე საუბარი არ მინდა… გეტყვით, რომ ჩვენს ურთიერთობაში დროდადრო ჩნდებოდნენ მესამე პირები, მაგრამ ვატარებდი ბევრი რამის გამო. ახლა უბრალოდ ვერ გავატარე…

ერთს ვურჩევ მამაკაცებს, სახლიდან რომ გადიხართ, ლეპტოპში მესინჯერი ჩართული არ დაგრჩეთ…

მესამე პიროვნებას არ ვადანაშაულებ, ჩვენ რომ მყარად ვდგარიყავით, ეს არ მოხდებოდა…

ჩვენი 12- წლიანი ურთიერთობა დამთავრდა, წარმატებებს გისურვებთ ორივეს და წარმატებას ვუსურვებ ჩემ თავს.

თუ სადმე სახეახეული მნახეთ, მიხვდებით რაშია საქმე.

მადლობა მეგობრებს, ვინც ჩემთვის ამ მძიმე პერიოდში გვერდში მედექით. ცხოვრებაში ბევრი რამ გადამიტანია და ამასაც გადავიტან“, – ამბობს თამუნა მუსერიძე.

თამუნა მუსერიძის მიმართვის გავრცელების შემდეგ სანდრო მიკუჩაძემ სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე დაწერა:

„ეს ისე უბრალოდ!!!!…“, – წერს სანდრო მიკუჩაძე.

შეგახსენებთ, თამუნა მუსერიძე და სანდრო მიკუჩაძე ერთად 12 წელი ცხოვრობდნენ. წყვილს საერთო შვილი ჰყავს.

როგორც ჟურნალისტი სოციალურ ქსელში საუბრობს, დაშორების მიზეზი მესამე პირია.

„ჩემი ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ ვყოფილვარ ასე ცუდად… ჩვენი 12- წლიანი ურთიერთობა დამთავრდა“ – თამუნა მუსერიძე

ვიდეო: „რანაირად შეიძლება, რომ ადამიანმა ქმრის ღალატი უფრო განიცადოს, ვიდრე დედის… ამ ისტორიამ ნაკუწებად დამამსხვრია…“ – თამუნა მუსერიძე მეუღლესთან დაშორებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g