LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „რანაირად შეიძლება, რომ ადამიანმა ქმრის ღალატი უფრო განიცადოს, ვიდრე დედის… ამ ისტორიამ ნაკუწებად დამამსხვრია…“ – თამუნა მუსერიძე მეუღლესთან დაშორებაზე 

4412
თამუნა მუსერიძე

ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელით გვიზიარებს იმ ემოციას და რთულ მდგომარეობას, რომელიც ცხოვრების ამჟამინდელ ეტაპზე, მეუღლესთან დაშორების შემდგომ აქვს.

„ჩემი ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ ვყოფილვარ ასე ცუდად… ჩვენი 12- წლიანი ურთიერთობა დამთავრდა“ – თამუნა მუსერიძე

„ამდენი ხანია ვფიქრობ და ვერაფრით ამოვხსენი… რანაირად შეიძლება, რომ ადამიანმა ქმრის ღალატი უფრო განიცადოს, ვიდრე დედის…

შარშან ხომ ისე ვიყავი, რაღაცნაირად მობილიზებულად… არ ვიყავი ასე. ამ ისტორიამ ნაკუწებად დამამსხვრია… ალბათ, ახლა ერთად მოგვიწევს ფენიქსის დაბადების ყურება და, რადგან ძალიან ბევრი ქალია ჩემს მდგომარეობაში, ერთად ვასწავლით ერთმანეთს, როგორ შევაკოწიწოთ ჩვენი თავი…

საიდან და როგორ იწყება ეს ყველაფერი არ ვიცი, იმიტომ, რომ დიდი ხანია ასეთი მდგომარეობა არ მქონია, დიდი ხანია არავის დავშორებულვარ, 13, 14 წელია… მაგრამ, რაღაცნაირად ერთმანეთს ვასწავლით და ერთად გავივლით იმ გზას, რასაც საკუთარი თავის დაბრუნება ჰქვია!

აი აქ, ყელში მაქვს რაღაც გაჩხერილი, მიჭირს ლაპარაკი, მაგრამ ყველაფერს შევძლებთ. ერთი წამით არ მეპარება ეჭვი! აუცილებლად დავდგები ფეხზე და ერთი წამით არ განვიხილავ, რომ დეპრესიაში ჩავვარდები“, – აცხადებს თამუნა მუსერიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g