საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონება 1.5 მილიარდი დოლარით შემცირდა – ამის შესახებ ამერიკული Forbes იუწყება, რომელიც წერს, რომ ამჟამად, ბიძინა ივანიშვილის ქონება 3.3 მილიარდ დოლარს შეადგენს. Forbes-ის ინფორმაციით, ივანიშვილის ქონება მაქსიმალური 2012 წელს იყო და $6.4 მილიარდ დოლარს უტოლდებოდა.
რაც შეეხება ამჟამინდელ მდგომარეობას, Forbes-ის განახლებულ შეფასებას არ ახლავს განმარტება, მათი შეფასებით, თუ რატომ შემცირდა ივანიშვილის ქონება გასულ წლებთან შედარებით.
ცნობისთვის, ივანიშვილის ქონებაზე განსხვავებულია მონაცემებია Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსში, რომლის თანახმადაც, ბიძინა ივნიაშვილის ქონება დღეისათვის, ანუ 12 მარტისთვის 5,80 მილიარდი დოლარია. ქართველი მილიარდერი სიაში 467-ე ადგილზე იმყოფება.